kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ქუთაისის ვიცე მერის გიორგი იობაშვილის,ვიცე მერის იუზა უგულავასა და იმერეთის ვიცე გუბერნატორის გრიგოლ დალაქიშვილის დაკავებული თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებას უწყება ხვალ გაავრცელებს.

საქმე ეხება იმ სკანდალურ საქმეს, რომელსაც ბოლო რამდენიმე კვირაა kutaisitoday.com- ამუშავებს. საქმე ეხება მიწების გასხვისებას, სახელმწიფო ტენდერებს და თანხების გაფლანგვის სქემას.

რის შესახებაც ინფორმირებული გახდა ყველა შესაბამისი სამსახური. საქმეებზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს,  საქმის მონაწილე  ყველა პირი დაკავებული თანამდებობიდან საკუთარი ნებით გადადგება.

 ​​ შემოწმება მიმდინარეობს მიწის მართვისა და ქონების მართვის სამსახურებში.ყველა  მიწის ის ნაკვეთი, რომელიც  ამ სამსახურებიდან მიწის სახელმწიფო პროგრამიდან უნდა დარეგისტრირებულიყო და მათზე მშენებლობის ნებართვები გაცემულიყო, ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას ბრძანების საფუძველზე იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სამსახურებმა უკვე შეაჩერეს.