kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

2018 წელს საქართველოს პარლამენტში 49 პლენარული სხდომა ჩატარდა. დატვირთული გრაფიკის, ვრცელი განცხადებებისა და ზოგჯერ ჩხუბის მიუხედავად, 150 დეპუტატს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ერთი წლის განმავლობაში პარლამენტში სიტყვის უფლებით არ უსარგებლიათ. 7 თებერვლიდან 20 დეკემბრამდე პერიოდის მონაცემები On.ge-ის საქართველოს პარლამენტიდან მიაწოდეს (მონაცემებში არ შედის 22, 26 და 27 დეკემბრის სხდომები).

მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 36 დეპუტატს ერთი წლის განმავლობაში პარლამენტში სიტყვა არ წარმოუთქვამს, არ გამოუყენებია არც პოლიტიკური განცხადებების უფლება და არც ფრაქციებისთვის გათვალისწინებული დრო, არ დაუსვამს კითხვა

,,ქართული ოცნების’’ იმ 30 დეპუტატთა შორისაა დეპუტატები იმერეთის რეგიონიდან, კერძოდ, 2018 წლის დასაწყისიდან 22 დეკემბრამდე პარლამენტში განცხადება არ გაუკეთებია:

ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატს შალვა კიკნაველიძეს და წყალტუბოს მაჟორიტარ დეპუტატ ცოტნე ზურაბიანს, ანუ როგორც პარლამენტის აპარატში განმარტავენ, მიკროფონი საერთოდ არ ჩაურთავთ.

დეპუტატებმა ხელფასები 2018 წლის იანვარში 833 ლარით გაიზარდეს. შედეგად, მათმა ანაზღაურებამ 4 600 ლარს გადააჭარბა. ახალი რეგლამენტით თითოეული საპარლამენტო თანამდებობისთვის დამატებით ანაზღაურებას პარლამენტის ბიურო დაადგენს.