kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

იმერეთის გუბერნატორის შავლეგო ტაბატაძის ულტიმატუმი, პირადი ნებით დაეტოვებინათ თანამდებობები იმერეთის გუბერნატორის პირველ მოადგილეს გრიგოლ დალაქიშვილსა და ქუთაისის ვიცე-მერს გიორგ იობაშვილს, შესრულებულია. მათ დაწერეს გადადგომის შესახებ განცხადებები, რომლებიც დარეგისტრირებულია შესაბამისი სამსახურების კანცელარიებში.

მათ შემცვლელებს იმერეთის გუბერნატორი რამდენიმე დღეში წარადგენს. განთავისუფლებამდე, ვიცე-გუბერნატორი დალაქიშვილი მოლაპარაკებებს აწარმოებდა ცენტრალურ ხელისუფლებასთან, თბილისში, სადაც მას გუბერნატორის მოთხოვნის შესრულება ურჩიეს.

თანამდებობებს ჯერჯერობით ინარჩუნებენ ქუთაისის მერის მოადგილეები: იუზა უგულავა და ნინო თვალთვაძე.
აგრეთვე, თანამდებობებზე ამ ეტაპზე რჩებიან იმერეთის გუბერნატორის მოადგილეები: იოსებ ხახალეიშვილი და ბესიკ გოფოიძე