kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

აზერბაიჯანული არასამთავრობო ორგანიზაცია „სუფთა სამყარო“, რომელიც ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობს, ხანშისესული მამაკაცის წერილს აქვეყნებს.

„არ ვიცი რა ვთქვა… ჩემს შვილის სიცოცხლე მუდმივად საფრთხეშია. მისი ქმარი ფიზიკურად უსწორდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გოგონა ორსულადაა, ის გაცხელებული რკინით მის წამებას განაგრძობს. მიშველეთ, არ ვიცი როგორ მოვიქცე “ – წერს მამაკაცი და გოგონას ნაწამები სხეულის ფოტოებსაც გზავნის.

როგორც აღმოჩნდა, 27 წლის ალია მანსუროვას მეუღლე წლების განმავლობაში აწამებდა და ქალის ნების საწინააღმდეგოდ, მასთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა.

ორგანიზაცია ალიას თავშესაფარსა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას დაჰპირდა, რის შემდეგაც ქალი ქმრისგან წამოვიდა.

„ჩვენი შეუღლება თავიდანვე ძალადობით დაიწყო. ერთ-ერთი პაემნის დროს გამაუპატიურა და იძულებული გავხდი მასთან დავრჩენილიყავი, ხალხის მრცხვენოდა… ჩემი მეუღლე ფსიქოფატი აღმოჩნდა. 4 წლის განმავლობაში ჩემზე ძალადობდა, გაცხელებული რკინით მაწამებდა. ფიზიკური შეურაცხყოფა არც მაშინ შეუწყვეტია, როდესაც ჩემი ორსულობის შესახებ გაიგო. იმ სახლიდან რომ არ წამოვსულიყავი ან თავს მოვიკლავდი ან ჩემი ქმარი მომკლავდა“ – განაცხადა ალიამ ორგანიზაციის თანამშრომლებთან საუბრისას.

newposts.ge

1437646682245889

1437646690496232

1437646699559298