ვიცე მერის პოსტზე უშიშროების ოპერატიული განყოფილების თანამშრომელია წარდგენილი
ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას პირველი მოადგილე გიორგი იობაშვილი დაკავებული თანამდებობიდან საკუთარი ნებით გადადგა. მისი მუშაობით მთავრობა უკმაყოფილებას გამოთქვამდა.
kutaisitoday.com- ის კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით ვიცე მერის პოსტის დასაკავებლად უშიშროების ოპერატიული განყოფილების თანამშრომელი და ამავე დროს ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის კობა ნარჩემაშვილის ძმა ლაშა ნარჩემაშვილია წარდგენილი.
• ლაშა ნარჩემაშვილის ბიოგრაფია ასე გამოიყურება: საგანმანათლებლო დაწესებულება
• ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
• სპეციალობა
• საზკვების ეკონომიკა და მართვა
სამუშაო გამოცდილება
• სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მილსადენების დაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილე (2002 – 2003)
• შსს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს ავტო-მოტო ტრანსპორტზე ტექნიკური ზედამხედველობის გან-ის უფროსის მოადგილე (2000 – 2001)
• შსს ეკონომიკურ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი ინსპექტორი (1997 – 2000)
• საქართველოს უშიშროების სამინისტროს ქუთაისის საქალაქო გან-ის უფროსი ოპერატიული თანამშრომელი (1995 – 1997)
ფრაქცია
•
ფრაქცია „მემარჯვენე ოპოზიცია“ – ფრაქციის წევრი (23-10-2006 – 07-06-2008)
•
ფრაქცია „დამოუკიდებელი მაჟორიტარები“ – ფრაქციის წევრი (24-04-2004 – 23-10-2006)
კომიტეტი
•
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი – კომიტეტის წევრი (20-03-2007 – 07-06-2008)
•
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი – კომიტეტის წევრი (06-11-2006 – 07-06-2008)
•
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი – კომიტეტის წევრი (18-02-2005 – 23-10-2006)