kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ქუთაისში ბიუჯეტის თანხებს ისე ითვისებენ არავინ არასოდეს დაინტერესებულა მათ ჯიბეში კი დღეში 55 ლარამდე თანხები ირიცხება თვეში ეს თანხა 1650 ლარამდე მერყეობს, ხოლო სამი წლის განმავლობაში საერთო ჯამში თანხამ დაახლოებით 59 400 ლარი შეადგინა.

kutaisitoday.com – მა მოიპოვა ინფორმაცია თუ ვის ჯიბეში ჩაედინება სახელმწიფო საბიუჯეტო თანხები ისე, რომ ამ წლების განმავლობაში ამით არავინ არ დაინტერესებულა. ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ კორუფციის ნათელ მაგალითს რომელიც გამოძიების და დამნაშავე პირების დასჯის მოლოდინშია. ამ ხნის მანძილზე ქუთაისის ბიუჯეტმა დაახლოებით 59 400 ლარზე მეტი იზარალა.

ff

ქუთაისში ილია ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ცენტრების შუაგულში საკადასტრო კოდები 03.04.26.293 , 03.04.26.383 მიმდებარე ტერიტორია 03.04.26.287 ნაკვეთის წინა მხარე და ამავე დროს 03.04.01.411 ნაკვეთებზე ავტომანქანების პარკირებიდან თანხები ისე იკრიბება, რომ ამით არავინ არასოდეს დაინტერესებულა.
03.04.26.293 საჯარო რეესტრიის ამონაწერიდან ვკითხულობთ: ქუთაისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N 59 შენობის აღმოსავლეთით დაზუსტებული ფართობი 158.00 კვადრატულ მეტრი. საკადასტრო კოდი 03.04.26.383 დაზუსტებული ფართობი 7.00 კვადრატი. აღნიშნული მიწების მესაკუთრე სსიპ თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაა.

საკადასტრო კოდი03.04.01.411 ნაკვეთები ნახაზების გარდა ინფორმაცია მესაკუთრეზე ვერ მოიძებნა. ასევე ვერ მოიძებნა ინფორმაცია საკადასტრო კოდი 03.04.26.287 წინ მდებარე ნაკვეთზე.

სანამ შესაბამისი სამსახურები მასალას წაიკითხავს, მანამდე ფულის მიმღები ქალბატონი ყოფილი თუ ახლანდელი თანამდებობის პირების დახმარებით ბუღალტერთან და ადვოკატებთან გადის კონსულტაციებს როგორ ,,გააპრავოს” სამი წლის განმავლობაში ნაშოვნი 59 400 ლარი ისე, რომ არ დააკავონ და ქუთაისის მერიამ ის მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დააჯარიმოს ,თანხები კი მათ ჯიბეს შერჩეს.

თუ ვის შერჩება სახელმწიფო თანხები ან ვის ჩასვამენ რკინის საპყრობილეში ,ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.