kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ქუთაისის მადლიერების სახლში დაპირისპირება გრძელდება. მადლიერების სახლის დირექტორს თამთა ბაკურაძეს შეურაცხყოფის მიყენებაში და ბენეფიციარი  შვილიშვილების უსაჩუქროდ დატოვებაში ადანაშაულებენ.

დაწესებულების ბენეფიციარის მზია სანიკიძის ინფორმაცით მისი შვილი ანემიით არის დაავადებული და ოჯახის სხვა წევრები სხვადასხვა მძიმე დაავადებებით არიან დაავადებულები, თავადაც მძიმე ავადმყოფია, ამის მიუხედავად ის ოთხ შვილიშვილს ზრდის, მათხოვარი არ ვარ, ცხოვრებამ დროებით ასე მაქცია, ოთხი უნიჭიერესი შვილიშვილის ბებია ვარ, იმის გამო რომ გავაპროტესტე  საჭმლის შედეგად მოწამვლის ფაქტები და სხვადასხვა დარღვევები, შვილიშვილები  სასკოლო ჩანთების გარეშე დამიტოვეს, რომელიც ზარ-ზეიმით ქუთაისის მერმა დღის ცენტრში დაურიგა ბავშვებს და ისეთ ბავშვებსაც რომლებსაც  ალბათ არ სჭირდებოდათ.

ბაკურაძემ განმიცხადა, რომ მე მხოლოდ ერთ ბავშვზე მივიღებდი საჩუქარს, როდესაც ოთხივე შვილიშვილი  ბენეფიციარი არის, ან ერთს მივიყვანდი ან საერთოდ არაფერს მივიღებდი. მთელი ღამე ვიტირე, როგორ ოთხი შვილიშვილის ბებიას ერთი მიმეყვანა და დანარჩენებს ნერწყვი ეყლაპა, ესაა ქალაქი, ესე უნდა მოგვექცნენ, ჩვენც ხომ ხალხი ვართ, მეც ხომ ადამიანი ვარ, მეც ხომ დედა ვარ და ბებია ვარ, ოჯახის უმეტესობა ავად მყავს, მე ვუვლი ამ ხნის ქალი და კიდევ მათხოვარი , დამშეული მიძახეს

ჩვენო პრემიერი თქვენ მოგმართავთ გაჭირვებული ოთხი შვილიშვილის ბებია. იმ შვილების დედა, რომელიც ახლა მათ უვლის და ცხოვრებისთვის ხელი არ ჩაუქნევია. იქნებ ვინმემ ყურადღება მომაქციოს და მათხოვარი არ დამიძახოს. ამას გთხოვთ.