kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ისევ სახელმწიფო მოხელეები და ისევ მიწის ნაკვეთები kutaisitoday.com -ის ყურადღებას იპყრობს. რა ხდება ქუთაისში, სადაც სახელმწიფო მიწების ხელში ჩაგდების სქემები ამუშავდა. დოკუმენტებს ყურადღებას არავინ აქცევს და ქონება სხვადასხვა გზით რეგისტრირდება. საეჭვო დოკუმენტაციები და კომისიის გადაწყვეტილებები კითხვებს ბადებს. მიწების უკან მსხვილი საამშენებლო ფირმების წარმომადგენლები ფიგურირებენ.ამ ეტაპზე kutaisitoday.com-ი ამუშავებს მიწების გაყიდვის და მათზე მრავალსართულიანი მშენებლობების დაწყების სქემებს, სადაც კვალს მხოლოდ ერთ ადგილზე, ქუთაისის მერიისკენ მივყავართ.

ამჯერად სინათლეზე გამოგვაქვს მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 03.04.26.284 , მიწის იმ 74 კვადრატულ მეტრზეა საუბარი, სადაც დასაკუთრების შემდეგ ქუთაისის მერიას ბინის აშენების ნებართვა უნდა გაეცა.

hhh

მიწის მესაკუთრე ლუიზა თვარაძე,რომელმაც სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა მიწის ნაკვეთზე მდებარე: ქუთაისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. N 50ბ-გ-ს სამხრეთ აღმოსავლეთით[ზონა:ქუთაისი, სექტორი: მუზეუმი, სადაც მან 27 ნოემბერს 2018 წელს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიწის ნაკვეთზე ცვლილება მოსთხოვა.

444

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

კერძოდ, მას შემდეგ რაც ინფორმაცია და შესაძლო მასიური საპროტესტო აქცია ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას კარზე მზადდებოდა და ამას ხელს ის თანამდებობის პირები უწყობდნენ,რომლებსაც მის მიმართ პროვოკაცია სჭირდებოდათ ერთი მიზეზით, უკვე გათავისუფლებულ ჩინოვნიკებამდე თავად მერის სკამი გათავისუფლებულიყო. მიზეზი კი მოსახლეობის მასიური გამოსვლები იქნებოდა,რაც ქუთაისის მერის გადადგომით დასრულდებოდა.

თავად kutaisitoday.com-ის დამფუძნებლის ბუბა ჩივაძის მერთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრის შემდეგ, სადაც დოკუმენტურად მოხდა წარდგენილი თემის აფიშირება, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ თათბირი მოიწვია. დასაბუთებული პროვოკაცია მის უწყებაში აღიკვეთა.

მერს ყველა იმ პირის გათავისუფლება მოსთხოვეს, რომლებიც ამბოხებაში იყვნენ შემჩნეული, ამის შემდეგ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიიდან სასწრაფო წერილი N 01/504 თარიღი 11.01.2019 საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაიგზავნა, სადაც მათი უწყების მიერ დამოწმებული განცხადების გამოყენების შეჩერება მოითხოვეს.

წერილში ვკითხულობთ: ქუთაისის მერია -,,ვერ მოხდება მიმდინარე განაცხადზე წარმოდგენილი მერიის მიერ დამოწმებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის გამოყენება 03.04.06.021 ზედდების გამო, შესაბამისად განემარტოს დაინტერესებულ პირს ,რომ წარმოსადგენია კორექტირებული ნახაზი.

სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დადგენილ იქნა, რომ მხარეთა შორის არსებობს დავა, კერძოდ, 902018033668 განაცხადით წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად უძრავი ნივთი ზედდებაშია ს/კ…03.04.06.021…. მესაკუთრე …ბმ ამხანაგობა. საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან. გაცნობებთ, რომ მხარეთა შორის გამოვლენილი დავის მოგვარების მიზნით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე, სააგენტოს მიერ დანიშნულ იქნა მედიატორი ნოტარიუსი/მედიატორი ვლადიმერ ჭოხონელიძე. მედიატორ ნოტარიუსთან/მედიატორთან, შესაბამის საკითხზე შეხვედრა დანიშნულ იქნა 2016 წლის ვიზიტის დრო: ვლადიმერ ჭოხონელიძის სანოტარო ბიურო ქ.ქუთაისი ი.ჭავჭავაძის გამზირი N39ა ფართი N9 ვიზიტის დრო: 2019-01-14 14:00-14:30 გაცნობებთ, რომ დანიშნულ შეხვედრაზე მხარეთა გამოცხადება სავალდებულოა. გთხოვთ, გამოცხადდეთ მითითებულ დროსა და ადგილას.

მედიატორთან ლუიზა თვარაძე და ამხანაგობის თავმჯდომარე პაატა ჯიბლაძე დაიბარეს.ამას ადასტურებს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 03 იანვრის N1720 ოფიციალური წერილი.

55555555555555

საეჭვო გარემოება რაც კითხვის ნიშნებს ბადებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი დათარიღებით 03 / იანვარი / 2019 წ მხარეებს ლუიზა თვარაძე და ბინის ამხანაგობის თავმჯდომარედ მოხსენიებულ პაატა ჯიბლაძეს სამინისტროდან გაეგზავნით სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება საკუთარ მისამართებზე . ისე რომ ჯიბლაძე ამხანაგობის თავჯდომარე არ იყო ბინის ამხანაგობის თავჯდომარე. 2007 წლის 16 მაისის კრების ოქმის საფუძველზე ირკვევა, რომ ამხანაგობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა თენგიზ ლომსიანიძე უვადოდ, რომელიც ამ დრომდე ბინის ამხანაგობის თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებს. აღნიშნულ ინფორმაციას თავად თენგიზ ლომსიანიძე და ქუთაისის მერიის საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურიც ადასტურებს.

lll

საინტერესოა გარემოება- კომისია რამდენად კომპეტენტურად მუშაობს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწების რეგისტრაციის და დაკანონების პროცესში იმ დროს, როდესაც მიწის ის მონაკვეთი ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების კუთხით ბინებში მეორე შესასვლელად იწოდება. ასვევ მერიის არქიტექურის არქივიდან რატომღაც გაქრა აღნიშნული ბინების ამხანაგობის მიერ დამოწმებული მაშინდელი ქუთაისის მთავარი არქტიტექტორის ლეონიძის მიერ 2005 წელს მიწის დაგეხმარების დამოწმებული დოკუმენტები, რომელიც ჩვენს ხელში უკვე ინახება.

ggggg

მიწის კომისიას ქუთაისის მერის მოადგილე იუზა უგულავა ხელმძღვანელობს. კომისიას აქვს მიწების პროგრამულ სერვერები, სადაც ნებისმიერი ხარვეზი თუ გადაცდომაზე კონტროლია შესაძლებელი, მაგრამ რატომღაც კომისიამ ან ვერ დაადგინა ან თვალი იმიტომ დახუჭა, რომ მიწის მესაკუთრე ლუიზა თვარაძე და იუზა უგულავა ახლო- მეგობრები არიან და ერთი ქალაქის შვილები.ხოლო მიწის კიდევ რამდენიმე მესაკუთრე ქუთაისში უმსხვილეს მშენებლობებს აწარმოებს.

ბინის არაკანონიერი ამხანაგობის თავმჯდომარე პაატა ჯიბლაძე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის დავით გორდელაძის ნათლიმირონია. თავად მიწის ირგვლივ მედიის დაინტრესების შემდეგ ის თავად გორდელაძეს სამსახურში ესტუმრა, გორდელაძეს მან დახმარება სთხოვა, რის შემდეგაც შეხვედრა იუზა უგულავასთან გაიმართა. ფაქტი ასახულია მერიის შიდა სათვალთვალო კამერებითაც, ზარები მათ ტელეფონებზე განხორციელდა.

მასალის გამოქვეყნების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მის დაქვემდებარებულ საგამოძიებო სამსახურებს კითხვები იმ ფირმის წარმომადგენელთანაც უნდა ჰქონდეთ, რომლებმაც მიწები სახელმწიფოდან შეიძინეს. რამდენად კანონიერად მიმდინარეობს მიწების შეძენა,შესყიდვა ან კიდევ იმ საზღვრებში მოქცევა, რომელშიდაც შენობა- ნაგებობები უნდა იყოს მოქცეული, ეს საგამოძიებო უწყების დასადგენია.

kutaisitoday.com-ი აღნიშნულ თემას კვლავ დაუბრუნდება