kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

იპოთეკით დაზარალებულმა ციცინო ხარაბაძემ თავის დაწვა 2013 წლის 27 თებერვალს სცადა. მას ბინიდან გამოსახლებას უპირებდნენ, რის გამოც ბენზინი გადაისხა. იგი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა, მას 25% – იანი მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს.

ამჯერად ციცინო ხარაბაძე გამოჯანმრთელდა და იგი იმ მევახშეების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას, რომლებმაც თვითმკვლელობის მცდელობამდე მიიყვანეს. მისივე თქმით, ვალი შვილის გამო აიღო, რომელიც სასჯელს რუსეთის ციხეში იხდის. შემდეგ ყველაფერი ერთმანეთზე მიეწყო, – ვალებში მყოფი, მუდმივად ცდილობდა სხვისთვისაც მოემართა ხელი და რამდენჯერმე სხვის გამოც კი აუღია პროცენტიანი ვალი. საბოლოოდ იმხელა თანხა დაუგროვდა, რომ საკუთარ თავს საშინელი განაჩენი გამოუტანა.

ციცინო ხარაბაძე, იპოთეკით დაზარალებული: ” წინახელისუფლების ძალიან დიდი წინააღმდეგი ვიყავი. ვგრძნობდი, რომ ჩემს სამშობლოს კრიმინალები და ბანდიტები მართავდნენ. ხმამაღალი ყვრილის გამო ტექნიკური შეზღუდვები შემეხო, ყველა ბანკში დამბლოკეს. ჩემდა საუბედუროდ, იმ პერიოდში ჩემი შვილი რუსეთში დაიჭირეს.

მე და ჩემი ქმარი წლების განმავლობვაში გაყრილები ვართ, ის ებრაელია. ჩემი შვილი ჩემს ქმართან ცხოვრობდა, მაგრამ მამამისმა დახმარებაზე უარი განაცხადა, იმ მიზეზით, რომ საშუალება არ ჰქონდა. მან დამირეკა, შენს შვილს, როგორც გინდა ისე მიხედეო. რომელი დედა იტყვის შვილზე უარს, მე დავიწყე მისი თავისუფლებისთვის ბრძოლა. თუმცა ძალიან დავიბენი, და გავეხვიე პრობლემებში. მივედი ერთ–ერთ ბანკში, წლების განმავლობაში სესხს ვაკეთებდი, ჩემი ბიზნესი მქონდა და გამოტანილ თანხას ყოველთვის უკან ვაბრუნებდი. რატომღაც დავიბლოკე, მეკუთვნოდა სესხი და არ მომცეს. მერე ჩემთან მოვიდა ქალბატონი, რომელიც ორ თამაშს თამაშობდა. მომცა ერთი ქალის ნომერი, დაგეხმარებაო. ბინები ხომ გაქვს და იპოთეკით დატვირთეო.

ჩემს შვილს ვუშველო–თქო, ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი. დავეკონტაქტე, ვიღაც მადონა კაიკაციშვილს, ეს მადონა კაიკაციშვილი იყო გენერალ ნიკო სისაურის მეუღლე. მან ძალიან ტკბილად მესაუბრა, მეგონა საშველი დამადგა–თქო. ჩემი ბინა, სადაც მე ვცხოვრობ ნიზამის # 32 ში, 10, 000 დოლარად და 2. 000 ევროდ ჩავდე. 10 პროცენტი ეგრევე მომაჭრეს, მომსახურების, რომელიც არსად არ გატარებულა. 5 პროცენტი დამიფიქსირეს, მაგრამ ვიხდიდი 7–8 პროცენტს.

მოვიძიე მოსკოვში ადვოკატი და მას გავუგზავნე თანხა. მოსკოვიდან მოგვიანებით შემომითვალეს ძალიან დიდი თანხა, თუ გინდათ გამოვიყვანოთ შენი შვილი ციხიდან, 100, 000 დოლარი გამოაგზავნეო. ამოდენა თანხა ნამდვილად არ მქონდა და არც იმის იმედი მქონდა, რომ ბანკიდან გამოვიტანდი სესხსს. ამ ამბის შემდეგ არ გასულა ერთი დღე, დამირეკა მადონამ, არ ვიცი ესენი ასე უცებ ინფორმაციებს საიდან გებულობდნენ.– ნუ ნერვიულობო, ხომ გაქვს კიდევ შენს სახელზე გაფორმებული ბინები? –ვუთხარი, იმ ბინებიდან ერთი დედაჩემისა, ერთი ჩემი დის და ერთი დისშვილის–თქო. –მერე რაო, მინდობილობა ხომ გაქვსო, გამოდი და გაგიკეთებო. ერთი სიტყვით, კარგად გამაბრუეს. დავიწყე იმდენი თანხის მოძიება, რომლის საშუალებით ჩემს შვილს პატიმრობას გაუნახევრებდა. ისევ თბილისში მადონასთან წავედი. ვინმე მიხეილ კალაჩიანი გამაცნო, რომელიც მის გვერდით იჯდა, ეს მიხეილ კალაჩიანი იყო, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სპეც აგენტი, რომელსაც შსს–ში მფარველები ჰყავდა და როგორც ვიცი დღემდე ჰყავს.

სულ ახსენებდა, კუდი, სუდი და ა.შ. მე არ ვიცი რას წარმოადგენს ასეთს. მე ვარ ვინცა ვარ, შენი ბიზნესი ჩემი იქნება. თუ კი რამე გაგაჩნია ჩემი იქნება, მისგან სოციალურ ქსელში ათასნაირი წერილები მომდიოდა, მოწმეები ძალიან ბევრი მყავს. იძულებული გავხდი ჩამედო ორივე ბინა, რომელთაც 26.000 დოლარი მოუწია. 2, 600 დოლარი კი ეგრევე მომაჭრეს, მომსახურების, რომელც ბიუჯეტში არ ფიქსირდებოდა. ორი წელიწადნახევარი ვიხდიდი, მაგრამ მერე ძალიან გამიჭირდა. იქეთ ბანკის სესხს ვიხდიდი, რომელიც მანამდე მქონდა გამოტანილი– 1000 დოლარს. დღეს დიდი ადამიანები ვერ იხდიან ამხელა თანხას, მე ერთი პატარა სალონიდან და მაღაზიიდან როგორ უნდა გადამეხადა? ვის სახელზეც გაფორმდა იპოთეკა იყო გოჩა ბიძინაშვილი და ხატია ამყოლაძე. ანუ, ამ გოჩა ბიძინაშვილს ჩემთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდა, არც ის მოუწერია ფული რატომ დამიგვიანეო? პირდაპირ როგორ გადაუფორმა კალაჩიანს, ეს მაინტერესებს.

როგორც ჩანს გოჩა ბიძინაშვილის ფული იყო, ისინი საქმეში ფორმალურად ჰყავდა. როგორც კი დამიგვიანდა თანხის გადახდა, იმ წუთში კალაჩიანმა ჩემი ბინები გადაიფორმა. როგორ, რანაირიად, არ ვიცი. თბილისში რამდენიმე ბანდა არის, 5 ნოტარიუსი ჰყავთ, ე.წ. ზონდერ ნოტარიუსები და ზონდერმევახშეები, ისინი მიზანმიმართულად ეწევიან ქართველი ხალხის გენოციდს. ვიცი, რომ ერთ მევახშეს 400 ოჯახი ქუჩაში ჰყავს გამოყრილი. ეს ბანდიტები მიზანმიმართულად ანადგურებს ქართველ ხალხს. ვთხოვდი კალაჩიანს, რომ ერთი ბინა მაინც არ წაერთვა, ბავშვები ქუჩაში არდამიტოვო–თქო. თანხას გადაგიხდი–თქო. –არა, შანსი არაა. მაგი ბინები ჩემია, სალონიც მალე ჩემი გახდებაო. შენ არ იცი ვისთან გაქვს საქმე, თავ–ბედს გაწყევლინებო. შენი დისშვილი, რომ იცოდე ციხეში მოხვდეაბაო, დედაშენს კი ქუჩაში მანქანა, რომ დაეჯახოს, არ გაგიკვირდესო. ეს ყველაფერი პროკურატურას ვუამბე, ამოიღეთ ეს საუბრები–თქო, ისინი ამბობენ, ჩვენ ნალაპარაკევს ვერ ვშიფრავთო.

მაშინ გავბრაზდი, როდესაც 80 პოლიციელი ჩემს უნარშეზღუდულ დას სახლიდან აძევებდა. აქ უკვე ოჯახის გადარჩენაზე იყო საუბარი, ჯანდაბას ჩემი თავი, ოჯახი მაინც გადამირჩებამეთქი. ეს იყო ჩემი პროტესტი. თავზე გადავისხი ბენზინი, მაგრამ უფალმა გადამარჩინა, წელიწად ნახევარი საწოლზე ვიყავი მიჯაჭვული, მეზობლები მივლიდნენ. ოპერაცია გავიკეთე, მარჯვენა ხელით ვერაფერს ვაკეთებ, მარცხენა კი ამიმუშავდა.

ჩემი მოთხოვნაა, რომ ჩემი საქმით პრემიერ–მინისტრი დაინტერესდეს. კონკრეტულად, ვითხოვ, იმ ადამიანებისგან მორალური ზარალის ანაზღაურებას, რომლებმაც ფსიქოლოგიურად და მატერიალურად გამანადგურეს. ვითხოვ, ჩემი ოთხივე ბინის ბათილად ცნობას და მორალურ ანაზღაურებას. თუ ეს არ მოხდა, გამოვალ სომხების წინააღმდეგ, იმიტომ რომ ისინი მიზანმიმართულად ეწევიან ქართველების განადგურებას. ჩემი განადგურების მიზანი პოლიტიკური იყო, რადგან სოციალურ ქსელში წინახელიუფლების დანაშაულებებს ხმამაღლა ვაფიქსირებდი. ამის გამო ამითვალწუნეს, ამას იმით ვადასტურებ, რომ არსებობს ფაქტი 2012 წლის 7 ივლის, როდესაც რუსთავი 2–მა მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი ტერორისტებად გამოგვაცხადეს.

პოლონეთის წარმომადგენლის ლიზეკის გვერდს ვესტუმრეთ, სადაც 4.000 კომენტარი დაიდო, ამის გამო ყველა გვაჩვენეს ტელევიზიით და ტერორისტებად გამოგვაცხადეს. ამ ყველაფერს ემსახურება ზონდერ მევახშე, სპეც აგენტი მიშა სააკაშვილის და სომხეთის სათვისტომოს წევრი მიხეილ კალაჩიანი, ასევე სომხეთის პრეზიდენი. ვითხოვ, ხელისუფლებისგან და პარლამენტის მხრიდან, ჩემი საქმე იქნას პროკურატურიდან გამოთხოვილი და განიხილოს პარლამენტმა. მცნონ, როგორც პოლიტიკური ნიშნით დაზარალებული. ამინაზღაურონ ზონდერმევაშეებმა ჩემი ჯანმრთელობი საზღაური, თუ ეს არ მოხდება, ვაპირებ მივმართო ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს. ვიბრძოლებ ბოლომდე.”