kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ქუთაისის მუზეუმში დაცულ მხატვრულად გაფორმებულ ხელნაწერთაგან განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს K_182 ხელნაწერი ოთხთავი /XIIs/ მოწამეთადან.

წიგნი შემკულია კამარებით, თავსამკაულებით, მახარებელთა მინიატურებითა და მხატვრული ასომთავრულით. ხელნაწერის გაფორმების საერთო დონე გვაფიქრებინებს, რომ იგი მოხატულია პროფესიონალის, მაღალი ტექნიკის მქონე მხატვრის მიერ.

მინიატურების შესრულების მაღალი დონე და ამასთან მინიატურებში გამოყენებული ბიზანტიური მხატვრობისათვის დამახასიათებელი ფერები, მიმანიშნებელია იმაზე, რომ მხატვარი ან ბიზანტიელი, ან ბიზანტიურ მხატვრობაში ფართოდ გავითცნობიერებული პირია. გაფორმებისა და სხვა ასპექტების გათვალისწინებით K_182 ღირსეული ადგილი უნდა მივუჩინოთ ალავერდის, გელათისა და ვანის მოხატულ ოთხთავთა შორის.

მკვლევართა განსაკუთრებით ინტერესს იწვევს K_182 ოთხთავის ბუდეც, რომელიც მოოქროვილი ვერცხლისაგან არის დამზადებული და შემკულია მცენარეული ორნამენტებით. ბუდის ზედა მხარეს წარმოდგენილია მაღალი ოსტატობით შესრულებული ჯვარცმა ღვთისმშობლისა და იოანე მახარებლის გამოსახულებებით, ქვედა ნაწილზე კი მოცემულია ვედრების კომპოზიცია იესო ქრისტეს, ღვთისმშობლისა და იოანე ნათლისმცემლის ხატებით, შესაბამისი ასომთავრული წარწერის ფრაგმენტებით.

ქუთაისის მუზეუმში დაცული მოხატული ხელნაწერები და მათ შორის K_182 მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ქართული და არა მარტო ქართული მინიატურული მხატვრობის კვლევისათვის.

560213_454834577920309_774221231_n537066_454834584586975_268395271_n

485198_454834621253638_174519464_n404374_454834637920303_614776857_n

72611_454834564586977_836850206_n71822_454834651253635_422327229_n44280_454834541253646_6722583_n