kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ქუთაისის მადლიერების სახლი kutaisitoday.com-ის ყურადღების ცენტრში მოექცა. დაწესებულება ასეულობით ათასი ლარით ბიუჯეტიდან ფინანსდება და უხარისხო საკვები პროდუქტით მოსარგებლეებს უმასპინძლდება, რის გამოც რამდენიმე დაწესებულების მოსარგებლე მოიწამლა, ხოლო პრეტენზია- გამოთქმულ ქალბატონს შეურაცხყოფა მიაყენეს.

kutaisitoday.com-ი მადლიერების სახლის მოსარგებლე ქალბატონს მზია სანიკიძეს დაუკავშირდა, ატირებულმა ქალბატონმა დახმარება გვთხოვა, რაზედაც რეპორტაჟი მოვამზადეთ და რეაგირებისთვის შესაბამისი სამსახურების მოკვლევის მოლოდინში ვართ.

ქალბატონი მზიას ინფორმაციით მან მადლიერების სახლის მიერ მომზადებულ საკვებში რამდენჯერმე აღმოაჩინა, რომ ქათმის კერძი ნახევრად გაუპუტავი ქათმისგან იყო მომზადებული, ხოლო საკვებად გამზადებულმა თევზმა ოჯახის წევრები რამდენჯერმე მოწამლა, რის შემდეგადაც სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობა დაგვჭირდა, სამედიცინო დაწებულებაში გაგვიცხადეს , რომ მადლიერების სახლიდან თევზით მოწამვლის არაერთი შემთხვევა ფიქსირდებოდა.

ქალბატონის ინფორმაციით მან მადლიერების სახლის დირექტორს თამთა ბაკურაძეს აღნიშნული ფაქტი შეატყობინა, რის შემდეგადაც ის ქალბატონს დევნის და შეურაცხყოფას აყენებს, თუ როგორ განვითარდება მომხდარ ფაქტზე რეაგირება შესაბამისი უწყებებიდან, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.