kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში არსებული ძეგლების რეაბილიტაცია გრძელდება. სამეგრელო ზემო-სვანეთის ძეგლთა რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მარტვილის რაიონის გამორჩეული ძეგლის – ნოღას ციხე-კომპლექსის აღდგენის
სამუშაოების I ეტაპი უკვე დაწყებულია.

პროცესი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფთან ერთად შეაფასა.

ნოღას ციხე მარტვილის რაიონში, სოფელ ნოღაში, სოფლის ყველაზე შემაღლებულ ადგილას, მოსწორებულ გორაკზე ისტორიული სადადიანოს ცენტრში მდებარეობს. სოფლის მცხოვრებლები ციხეს “ჯიხას” (მეგრულად) ან “ნოღაშ-ჯიხასაც” უწოდებენ.
.
ნოღას ციხე-კოშკი და მისი მშენებლობა ჯერ ჯაიანების, ხოლო შემდგომ დადიანების საგვარეულოს უკავშირდება.

გადმოცემით, ცნობილია, რომ ნოღას ციხე XVI-XVII სს-ში ჯაიანების, შემდგომ (XVIII ს.) კი დადიანების სათავდაცვო ნაგებობას და საცხოვრებელს წარმოადგენდა. ამ ციხეში უცხოვრია ნიკოლოზ დადიანს (XIX ს.).
ქვითკირით მყარად ნაგები ციხე ოთხი კოშკითაა აღჭურვილი და ელიფსური ფორმის, ორმაგი გალავნით არის შემოსაზღვრული.
გარე გალავანი თითქმის მთლიანადაა მორღვეული. გალავნებს შორის მანძილი დაახლოებით 2 მეტრია. კოშკები ისეა განლაგებული, რომ ორმაგი გალავნის კონტურიდან არ გამოდის. ციხის საშენ მასალად სხვადასხვა ზომის, უმეტესად ღია ქვიშისფერი და მოვარდისფრო შირიმი, ასევე ქვიშაქვა და რიყის ქვებია გამოყენებული.
11392889_814298765314495_8663296692947813041_n11264860_814298938647811_7092204357786602418_n11257015_814299108647794_6194801689070759073_n10336600_814298958647809_8871783395382296798_n11393223_814299018647803_4108897584488056203_n