kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

პროექტმა „ჩემი სახლის მმართველი–ჩემი მომავლის მმართველი“ იძულებით გადადგილებულ ახალგაზრდებს განვითარების ახალი შესაძლებლობები მისცა. 30 ახალგაზრდამ გაიარა გადამზადების კურსი და ჰაუსმასტერის პროფესიას დაეუფლა.

თავდაპირველად ტრენინგის მონაწილეებმა ორდღიანი ტრენინგი თემაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მართვა და განვითარება“ გაიარეს, ტრენინგი მოიცავდა ისეთ თემებს, რომელიც აუცილებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნის, მართვის და წარმატებული ფუნქციონირებისათვის. ტრენინგებზე მონაწილეებს ასევე გაუზიარეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მართვის ქართული და გერმანული წარმატებული მაგალითები.

მოგვიანებით კი 3 დღიანი ტრენინგი პროექტის მონაწილეებს გერმანელმა სპეციალისტებმა თემაზე “ჰაუსმასტერი – აუცილებელი უნარები და პასუხისმგებლობები” ჩაუტარეს. ტრენინგის თემატიკა მთლიანად ემყარებოდა გერმანიაში დამკვიდრებული „ჰაუსმასტერის“ წარმატებული გამოცდილების გაზიარებას იმერეთის რეგიონში.

პროექტის მონაწილეები ტრენინგების საშუალებით ადვოკატირებისა და კომუნიკაციის დამყარების უნარებსაც დაეუფლნენ. აღნიშნული საკითხები აუცილებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობისა და სათემო ორგანიზაციების გამართული ფუნქციონირებისათვის, ასევე, ადგილზე არსებული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებისათვის.

პროექტის 8 საუკეთესო მონაწილე ამჟამად სასწავლო ვიზიტით გერმანიაში იმყოფება, სადაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მუშაობის სპეციფიკასა და ადგილობრივ კანონმდებლობას ეცნობიან.

,,შინაარსიანი და საპასუხისმგებლო დღეები, არაჩვეულებრივი,უნიჭიერესი,მოტივირებული ახალგაზრდები, <3ქართველი და გერმანელი სუპერ ტრენერები, ყურადღებიანი, გულიანი ორგანიზატორები, სიახლეების ქარტეხილები. ვამაყობ, რომ მომეცა შანსი ვყოფილიყავი ამ უმაგრესი პროექტის მონაწილე და ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა ვიყო იმ 8 საუკეთესოთა შორის, რომელიც სასწავლო ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა. რაღა დამრჩენია გავამართლო ეს მოპოვებული საპასუხიმგებლო სტატუსი და ღირსეულად დავიცვა "ჰაუსმასტერის მუნდირი" - აცხადებს პროექტის მონაწილე ანჟელა ჩიხლაძე. პროექტს „ჩემი სახლის მმართველი–ჩემი მომავლის მმართველი“ ახორცილებს „ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში“ (IWO e.V), „ევროპის საგანმანათლებლო ცენტრი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და უძრავი ქონებისთვის (EBZ), საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.