kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

მმართველმა გუნდმა ხარაგაულის მერს ნიკოლოზ თოფურიძეს სამთვიანი ვადა რეგიონში არსებულილი პრობლემების დაუყონებლივ და შესაბამისი სამსახურების ამუშავებაზე მისცა. ამავე დროს საგამოძიებო სამსახურები ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებენ საქმეზე, რომელზედაც მერიის და საკრებულოს მაღალჩინოსნები უკვე დაიკითხა.

kutaisitoday.com-ს  კომფიდენციალურმა წყარომ მოაწოდა ინფორმაცია თუ რა საქმეებს სწავლობს საგამოძიებო სამსახურები. კითხვები მერთან და მის მოადგილეებთან თავისივე საკურატორო სფეროების მუშაობასთან ექნებათ. საქმე ეხება შეუსრულებელ პროექტებს, კერძოდ, 31 ინფრასტრუქტურული პროექტიდან რატომ ვერ შესრულდა 21  პროექტი. რატომ არ განხორციელდა პროექტები მუნიციპალური  განვითარების ფონდიდან.

2017 წლის ბოლოდან ამ დრომდე აუთვისებელია სტიქიის სალიკვიდაციო თანხები ცენტრალური ბიუჯეტიდან. მოქალაქეებზე რატომ არ გაიცემოდა დახმარებები, რამაც საზოგადოების ზიზღი გამოიწვია ხელისუფლების მიმართ.

ხარაგაულის მერს ასევე ხარაგაულის საკრებულოს მმართველი გუნდიც უპირისპირდება.  საკრებულო მზადაა თუ მერი ნიკოლოზ თოფურიძე თანამდებობიდან არ გადადგება,  მაშინ ,,იმპიჩმენტის’’ პროცედურები განახორციელოს.  მერმა მხოლოდ ერთი შეძლო- დანიშვნიდან დღემდე ხელფასი საგრძნობლად გაიზარდა.  მერის სახელფასო შემოსავალი 2017 წელს  30454,53 ლარმა შეადგინა. 

kutaisitoday.com-ი მერის და მისი ოჯახის შემოსავლებით დაინტერესდა. ნიკოლოზ თოფურიძეს იპოთეკურ სესხად საქართველოს ბანკში 67004,28, დოლარი აქვს აღებული  23.10.2014 წელს,  რომელიც 2024 წლამდე უნდა დაფაროს.  აღნიშნულ ბანკთან გასავალი ერთი წლის განმავლობაში  12348  დოლარი აქვს გადასახდელი.

სხვა შემოსავლები მერს და მის ოჯახს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციიდან არ უფიქსირდებათ, რაში დასჭირდა და რაში გამოიყენა მერმა სესხად აღებული 67004,28 დოლარი და როგორ უმკლავდება მერის ოჯახი ბანკისთვის თანხების გადახდას, როდესაც ფული მათ ოჯახში მხოლოდ ნიკოლოზ თოფურიძეს მიაქვს.

ამავე დროს მერს ერთ შეკითხვაზეც მოუწევს პასუხის გაცემა- ოჯახის  შემოსავალს რატომ უსწრებს გასავალი, საიდან იხდის აღნიშნულ თანხებს?

მარტივი ფორმულა გამოგვყავს: წელიწადში მერს გადასახდელი აქვს 12348 დოლარი, ანუ  32351,76 ლარი, წელიწადში მისი შემოსავალი კი  შეადგენს 3045453-ს, ანუ გამოდის რომ მერი შემოსავლებს მალავს, რაზედაც საჯარო სამსახურის ბიუროს,მისი კომპეტენციის ფარგლებში, ჩვენ საქმის შესწავლისკენ მოვუწოდებთ.

თუ როგორ განვითარდება საგამოძიებო მოქმედებები ხარაგაულში, ამას ჩვენ კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით.