kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

kutaisitoday.com-ის დადასტურებული ინფორმაციით ქუთაისის ყოფილი მერის შოთა მურღულიას და მისი მოადგილეების წინააღმდეგ გამოძიებას სამი საგამოძიებო სამსახური აწარმოებს.

გამოძიების ფარგლებში ქუთაისის მერიიდან ყველა საეჭვო შესყიდვა თუ გადარიცხვის ფინანსური დოკუმენტაცია უკვე ამოღებულია, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს გამოძიების პროცესში გაუთქმელობის ხელწერილები დააწერინეს, ასევე საგამოძიებო სამსახურის მიერ გერმანიის იუსტიციის სამინისტროში გაგზავნილია ოფიციალური წერილი, რომელიც ეხება ქუთაისის მერიის მიერ მაინის ფრანკფურტში მერობის პერიოდში შეძენილ ქონებას, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით უკვე გადაფორმდა სხვა პიროვნებაზე.

kutaisitoday.com-ი ექსკლუზიურად გამოაქვეყნებს საქმეს, რომელზედაც, სავარაუდოდ, მაღალი თანამდებობის პირები დაკავდებიან. დადასტურებული ინფორმაციით, 22 იანვარს, შესაბამისი უწყება, საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს.