kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

kutaisitoday.com-მა მოიპოვა სკანდალური ოფიციალური დასკვნა, კერძოდ, ქუთაისში, ნიკეას ქუჩა N40გ-ში მდებარე  სოციალური საცხოვრისის შესახებ,   სადაც წლების განმავლობაში საბიუჯეტო თანხები იფლანგებოდა,  არც ერთი საგამოძიებო უწყება უფლებამოსილებას ან არ ახორციელებდა, ან თავად ხელს უწყობდა კორუფციის დანერგვას რეგიონში. საქმეზე, რომელზედაც გამოძიების დაწყება გარდაუვალი იქნება,ჩვენი გუნდი წარმოგიდგენთ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სკანდალურ დასკვნას, რომელიც ფარდას ახდის როგორ მუშაობდა ამ დრომდე უწყება და სად იფლანგებოდა ბიუჯეტის თანხები ისე, რომ არავინ არაფერი იცოდა,ბიუჯეტი კი 1643197,05 ლარი გაიფლანგა.ყველა საგამოძიებო სამსახური, რომელიც პასუხისმგებელი იყო სახელმწიფო მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაულის აღმოსაფხვრელად, ახლა უკვე დაკავების მოლოდინში იქნებიან. საგამოძიებო სამსახურების ყველა პირველი პირი დაკავებული თანამდებობიდან 5 დღის უკან გაათავისუფლეს, მათ ადგილებზე ახალი ხელმძღვანელობა დაინიშნა.

გავრცელებული ინფორმაციით პირველ ეტაპზე მასიური წმენდა- დაკავებების სერია ქუთაისის მერიაში იგეგმება. დოკუმენტები გახმობილია და რამდენიმე დღეში მასიური დაკავებები დაიწყება.საქმეზე მოწმის სტატუსით ქუთაისის ყოფილ მერს შოთა მურღულიას, ასევე ყოფილ ვიცე- მერებს კოტე ქავთარაძეს და ნოდარ მიქიაშვილს დაიბარებენ. 

ამავე დროს მოწმის სტატუსით ქუთაისის მერიაში სოციალური საცხოვრისის მშენებლობის ყოფილ  დროებითი კომისიის 7 კაციანი შემადგენლობასაც დაიბარებენ.ესენია : საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა ყანჩელი, დეპუტატი გალაკტიონ ტოროშელიძე, ასევე მერიის ეკონომიკური, ინფრასტრუქტურისა და საბინაო სამსახურების ყოფილი უფროსები და სოციალური სამსახურის უფროსი გია ჩიჯავაძე.

kutaisitoday.com-ი გთავაზობთ   ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას, სადაც ასახულია ყველა დანაშული,თანხების მასიური ფლანგვა და შეუსრულებელ სამუშაოებზე თვალის დახუჭვა ისე, რომ ექსპერტიზის დასკვნის დადებამდე არცერთი სამსახური მათ მიერ დაკისრებულ მოვალეობებს  არ ასრულებდა.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის 2018 წლის 5 ივნისის N5003352518 დასკვნისა და თანდართული მასალების საფუძველზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მიყენებული ზიანის არაგეგმიური ფინანსური და ეფექტიანობის აუდიტორული ანგარიში ეგზავნება – ქალაქ ქუთაისის მერს. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის განყოფილება 12 ივნისი, 2018 წ.

1.ზოგადი ნაწილი;
შიდა აუდიტის ობიექტი _ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის 2018 წლის 5 ივნისის N5003352518 დასკვნა და თანდართული მასალები.
აუდიტორთა ჯგუფი:
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის -შიდა აუდიტის განყოფილების ხელმძღვანელი გოჩა ავალიანი;
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი გიორგი ჩიქვილაძე.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი კახა იობიშვილი;
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ლილი მაღლაფერიძე;
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ირაკლი ნიჟარაძე.
შიდა აუდიტის ამოცანა:

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის 2018 წლის 5 ივნისის N5003352518 დასკვნისა და თანდართული მასალების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მიყენებული ზიანის არაგეგმიური ფინანსური და ეფექტიანობის აუდიტორული ანგარიში. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის 2018 წლის 5 ივნისის N5003352518 დასკვნისა და თანდართული მასალების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მიყენებული ზიანის არაგეგმიური ფინანსური და ეფექტიანობის აუდიტორული შემოწმებით გამოვლინდა შემდეგი:
2016 წლის 29 იანვარს N 9 წერილით, შპს ,,სამედიცინო ინსტიტუტი ქუთაისის“ რექტორმა კორნელი კიღურაძემ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგინა შესათანხმებლად ქუთაისში, ნიკეას ქუჩა N40ბ-ში მდებარე, შპს,,სამედიცინო ინსტიტუტი ქუთაისის“ კუთვნილი შენობის საცხოვრებელ სახლად გადაგეგმარების სამშენებლო დოკუმენტის პროექტი.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 4 მარტის N582 ბრძანებით, შეთანხმებულ იქნა ქუთაისში, ნიკეას ქუჩა N40ბ-ში მდებარე, შპს ,,სამედიცინო ინსტიტუტი ქუთაისის“ კუთვნილი შენობის რეკონსტრუქციისა და მრავალბინიან საცხოვრებელ სახლად გადაგეგმარების სამშენებლო დოკუმენტის პროექტი. შესაბამისად, 2016 წლის 7 მარტს გაიცა მშენებლობის სანებართვო მოწმობა N 001924. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 მარტის N 133 დადგენილებით დამტკიცდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სოციალური საცხოვრისის მშენებლობის კონკურსის ჩატარების წესი და პირობები. დადგენილების N1 დანართის მე – 6 მუხლი: მენაშენე – ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი, აგრეთვე, ამხანაგობა, რომელიც თავის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ფლობს მოქმედ მშენებლობის ნებართვას და ამ ნებართვის საფუძველზე, დაპროექტებული, დაწყებული ან დამთავრებული აქვს მშენებლობა, ან დასრულებული საცხოვრებელი ფართები რეგისტრირებული აქვს საკუთრებაში. დადგენილების N1 დანართის მე – 12 მუხლი: ფინანსირების ზღვარი – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დადგენილი, მისი 2016 – 2017 წლების საბუჯეტო ასიგნებებიდან კონკურსისათვის გამოყოფილი განსაზღვრული მაქსიმალური მოცულობა. ფინანსირების ზღვარი ამ კონკურსისათვის განსაზღვრულია ,,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 დეკემბრის N 114 დადგენილების 32 – ე მუხლის შესაბამისად, 1 (ერთი) მილიონი ლარის ოდენობით – 2016 წელს; 2017 წლის ფინანსური დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით. საცხოვრებელი ფართის ჩაბარების ბოლო ვადად განისაზღვრა 2017 წლის 1 თებერვალი.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 მარტის N 133 დადგენილების N2 დანართის ა) მუხლის მიხედვით, ,,კონკურსის მონაწილის მიერ შემოთავაზებული 1 კვ.მ საცხოვრებელი ფართის ფასი (აშშ დოლარი), კონკურსის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ვალუტის ოფიციალურ გაცვლით კურსზე არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარის ექვივალენტს“.დადგენილების N 3 დანართის ა.ა) პუნქტის მიხედვით, ჯამურად შესასყიდი საცხოვრებელი ფართი უნდა იყოს განთავსებული ერთი სარეგისტრაციო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე(საიდანაც არანაკლებ 1000კვ.მ უნდა იყოს ეზო,), საცხოვრებლად მზა მდგომარეობაში, არ უნდა საჭიროებდეს დამატებით სარემონტო
სამუშაოების ჩატარებას, უნდა იყოს არანაკლებ 2500 კვ.მ და საცხოვრებელი ფართის დიზაინი უნდა აკმაყოფილებდეს მინიმალურ მოთხოვნებს: იატაკების მოპირკეთება(ლამინატი, კერამიკული ფილებით); ჭერისა და კედლების მოპირკეთება – შეღებვა; ფანჯრების მოწყობა ლითონ – პლასტმასით და მინაპაკეტით; კარებების მოწყობა ლითონით, მდფ-ით, ლითონ-პლასტმასით; სამზარეულოს და სანიტარული კვანძების მოწყობა, უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ელექტრო და გამწოვი მოწყობილობების (ვენტილაციის) მონტაჟი; ინდივიდუალური წყლისა და ელექტრო მრიცხველების მონტაჟი; საცხოვრისის აღჭურვილობა – ინვენტარი, ავეჯი, საწოლები, გაზის ღუმელები; ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა; აივნების მოწყობა; საცხოვრებელი სახლის ადაპტირება შშმ პირთა საჭიროებებზე; დამთავრებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი 4(ოთხი) ან მეტი სართულის შემთხვევაში, უნდა აღიჭურვოს
ლიფტით; საცხოვრებელი ფართები შესყიდვის დროისათვის უნდა იყოს მენაშენის საკუთრება, უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო, რაც უნდა დადასტურდეს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ შესაბამისი ამონაწერით; მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, საცხოვრებელი ფართები შესყიდვის დროისათვის უნდა იყოს ექსპლოატაციაში მიღებული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 მარტის N 133 დადგენილების N4 დანართში – სოციალური საცხოვრისის მშენებლობის კონკურსის მონაწილის საკვალიფიკაციო დოკუმენტების ჩამონათვალი – საერთოდ არ არის გათვალისწინებული კონკურსანტის გამოცდილება სამშენებლო საქმიანობაში.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 24 ივნისის N2225 ბრძანებით, გამოცხადდა კონკურსი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სოციალური საცხოვრისის მშენებლობაზე, რომელიც ჩატარდა 2016 წლის 11 ივლისს. კონკურსში მონაწილეობა მიიღო ერთმა კონკურსანტმა – შპს ,,სანომ“. შპს,,სანოს“ მიერ შეთავაზებულმა თანხამ 1 კვ. მ საცხოვრებელ ფართზე შეადგინა 423.00 აშშ დოლარი. ამასთან, საკონკურსო წინადადებით, მის მიერ გადაცემული ეზოს ფართი იქნებოდა 2000 კვ.მ – ზე არანაკლები.

შპს ,,სანომ“ წარმოადგინა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2017 წლის 31 იანვარს გაცემული მშენებლობის სანებართვო მოწმობა N002368. ასევე წარმოადგინა შპს ,,სამედიცინო ინსტიტუტი ქუთაისის“ კუთვნილი, ქუთაისში, ნიკეას ქუჩა N40ბ-ში მდებარე უძრავი ქონების, არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის – 4415 კვ.მ და მასზე განლაგებული შენობა – ნაგებობის ნასყიდობის ხელშეკრულება(ღირებულება 300 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, დღგ – ს ჩათვლით).

შპს ,,სანოს“ მიერ წარმოდგენილ წესდებაში საზოგადოების საქმიანობის საგანი მითითებულია – ,,ვაჭრობა“. 2016 წლის 20 ივლისს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას და შპს ,,სანოს“ შორის გაფორმდა წინასწარი ხელშეკრულება. ხელშეკრულების 4.1.6 პუნქტის მიხედვით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია, მომავალში დასადები ხელშეკრულების ხელმოწერისა და სოციალური საცხოვრისის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს შპს ,,სანოს“ სოციალური საცხოვრისის ღირებულება, 1 კვ.მეტრზე 989,4393 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების 4.1.7 პუნქტის მიხედვით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ვალებულია, მომავალში დასადები ხელშეკრულების გაფორმებამდე, შპს ,,სანოზე“ ავანსის სახით გასცეს თანხა არაუმეტეს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარისა, უპირობო, გამოუხმობი, საქართველოში რეგისტრირებული საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტიით. ხელშეკრულების 4.1.8 პუნქტის შესაბამისად, სოციალური საცხოვრისის ან სოციალურ საცხოვრისში ცალკეული საცხოვრებელი ფართების ჩაბარებას, ასევე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს აწარმოებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შექმნილი სპეციალური კომისია. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ასეთი კომისია არ შექმნილა.

ხელშეკრულების 4.1.9 პუნქტით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში, დამრღვევ მხარეს დაეკისრება პირგასამტეხლო, მომავალში დასადები ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,01% ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების 5.2 პუნქტით, მხარეები იღებენ ვალდებულებას გააფორმონ ხელშეკრულება 2017 წლის 1 თებერვლამდე.
2017 წლის 31 იანვარს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას და შპს ,,სანოს“ შორის გაფორმდა, 2016 წლის 20 ივლისს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას და შპს ,,სანოს“ შორის გაფორმებული წინასწარი ხელშეკრულების დანართი/შეთანხმება, რომლის მე-4 მუხლის 4.3 პუნქტის თანახმად, 2016 წლის 20 ივლისს გაფორმებული წინასწარი ხელშეკრულების 5. 2 პუნქტი შეიცვალა და მხარეებმა აიღეს ვალდებულება, დაიდოს ხელშეკრულება 2017 წლის 30 აპრილამდე.

შპს ,,სანომ“ წარმოადგინა ბაზისბანკის მიერ 2016 წლის 14 სექტემბერს გაცემული საბანკო გარანტია N კორპ 08.09/01 – 730 000 (შვიდას ოცდაათი ათასი) ლარზე და 2016 წლის 15 დეკემბერს გაცემული საბანკო გარანტია N კორპ 08.09/01 – 270 000 (ორას სამოცდაათი ათასი) ლარზე, რომელთა საფუძველზე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს ,,სანოს“ გადაურიცხა 2016 წლის 21 სექტემბერს 730 000 ლარი, 2016 წლის 20 დეკემბერს – 100 000 ლარი, 2017 წლის 9 იანვარს – 170 000 ლარი. ანუ, საავანსო თანხა 1 000 000 ლარი გაიცა სრულად.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2017 წლის 22 თებერვალს N160 დადგენილებით დაამტკიცა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 9 მარტის N628 ბრძანებით, მიღებული იქნა ექსპლუატაციაში ქუთაისში, ნიკეას ქუჩა N40ბ-ში მდებარე შპს ,,სანოს“ კუთვნილი რეკონსტრუქციადამთავრებული მრავალბინიან საცხოვრებელ სახლად გადაგეგმარებული შენობა – საერთო ფართით 5035,88კვ.მ. N628 ბრძანების თანახმად, ობიექტის შემოწმებით დადგინდა, რომ მშენებლობა ნაწარმოებია შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტის პროექტის მიხედვით. 2017 წლის 21 აპრილს შპს ,,სანოსა“ და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას მიერ შედგენილია ქუთაისში, ნიკეას ქუჩა N40ბ-ში მდებარე უძრავი ქონების, არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის – 4415 კვ.მ და მასზე განლაგებული შენობა – ნაგებობის, სოციალური საცხოვრისის მშენებლობის ნასყიდობის ხელშეკრულება და მიღება -ჩაბარების აქტი, რომლის საფუძველზე შპს ,,სანომ“ ჩააბარა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ ჩაიბარა 2506,11 კვ.მეტრი საცხოვრებელი ფართები, 1 კვ.მ 989,4393 ლარად, სულ 2 473 598,25 ლარის ღირებულების.

მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნიათ. მიღება -ჩაბარების აქტის საფუძველზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს ,,სანოს“ გადაურიცხა 2017 წლის 10 მაისს 900 000 ლარი, 2017 წლის 16 მაისს – 300 000 ლარი, 2017 წლის 23 მაისს – 273 598,25 ლარი, სულ 1 473 598,25ლარი. 2017 წლის 23 აგვისტოს შპს ,,სანომ“ შპს ,,გრანთ თორთონს“ შეაფასებია ქუთაისში, ნიკეას ქუჩა N40ბ-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში შპს ,,სანოს“ საკუთრებაში არსებული ბინების ფართები. შპს ,,გრანთ თორთონის“ დასკვნით, შპს ,,სანოს“ საკუთრებაში დარჩენილია 36 საცხოვრებელი ფართი და 2 დერეფანი საერთო ფართით 2129,95 კვ.მ. აქედან, საცხოვრებელი ფართია 1872,35 კვ.მ, დერეფანი – 257,6 კვ.მ. შპს ,,გრანთ თორთონის“ დასკვნით, 1 კვ.მ საცხოვრებელი ფართი შეფასებულია 429,0 აშშ დოლარად(არსებული კურსით 1 აშშ დოლარი = 2,3913 ლარი). მთლიანი ფართის ღირებულებამ შეფასებით 803 338 აშშ დოლარი შეადგინა.

2017 წლის 30 აგვისტოს შპს ,,სანოსა“ და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას მიერ შედგენილი ოქმით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ, უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფისა და სოციალური საცხოვრისის მოწყობის მიზნით, შპს ,,სანოს“ შესთავაზა ქუთაისში, ნიკეას ქუჩა N40ბ-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში შპს ,,სანოს“ საკუთრებაში დარჩენილი ბინების ფართების გამოსყიდვა შემდეგი პირობით:
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია შპს ,,სანოს“ საკუთრებაში არსებულ 1 კვ.მ ფართში გადაიხდს 989,4 ლარს დღგ-ს ჩათვლით; ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია შპს ,,სანოს“ ნასყიდობის გაფორმების შემთხვევაში, შპს ,,სანოს“ არაუგვიანეს 15 დღისა, გადაუხდის 500 000 ლარს; ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია შპს ,,სანოს“ არაუგვიანეს 2017 წლის 31 ოქტომბრისა, გადაუხდის 850 000 ლარს; ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია შპს ,,სანოს“ არაუგვიანეს 2018 წლის 1 მარტისა, გადაუხდის დარჩენილ 502 503 ლარს. ანუ, სულ საერთო ჯამით 1 852 503 ლარს.

2017 წლის 8 სექტემბერს შპს ,,სანოსა“ და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმდა ქუთაისში, ნიკეას ქუჩა N40ბ-ში მდებარე უძრავი ქონების, არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის – 1461 კვ.მ და მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში შპს ,,სანოს“ საკუთრებაში არსებული 36 საცხოვრებელი ფართის ნასყიდობის ხელშეკრულება და მიღება – ჩაბარების აქტი, რომლის საფუძველზე შპს ,,სანომ“ ჩააბარა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ ჩაიბარა 1872,5 კვ.მ, საცხოვრებელი ფართები, 1 კვ.მ 989,4 ლარად, სულ 1 872 000 ლარის ღირებულების. მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნიათ.
მიღება -ჩაბარების აქტის საფუძველზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს ,,სანოს“ გადაურიცხა 2017 წლის 22 სექტემბერს 500 000 ლარი, 2017 წლის 1 ოქტომბერს – 255 378 ლარი, 2017 წლის 23 ოქტომბერს – 100 000 ლარი, 2017 წლის 25 ოქტომბერს – 220 000 ლარი, 2017 წლის 31 ოქტომბერს – 274 622 ლარი. ანუ, სულ საერთო ჯამით 1 350 000 ლარი. დარჩენილი თანხა 502 503 ლარი, რომელიც ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,სანოსათვის“ უნდა გადაეხადა არაუგვიანეს 2018 წლის 1 მარტისა, გადახდილი არ არის. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ N01/8606 წერილით მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, ქუთაისში, ნიკეას ქუჩა N40ბ-ში მდებარე უძრავი ქონების, სოციალური საცხოვრისის კუთვნილ შენობაში ექსპერტიზის ჩატარების თხოვნით. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიერ ქუთაისში, ნიკეას ქუჩა N40ბ-ში მდებარე უძრავი ქონების, სოციალური საცხოვრისის კუთვნილ შენობაში ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა:

1. ქალაქ ქუთაისის მერიის 2017 წლის 30 იანვრის ბრძანება №205-ით
შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტის პროექტი არ შეესაბამება 2016 წლის 20 ივლისს გაფორმებული წინასწარი ხელშეკრულების მე-4 მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულების პირობებს და ასევე 2017 წლის 31 იანვრის წინასწარი ხელშეკრულების დანართი/შეთანხმების მუხლი 4-ით განსაზღვრულ პირობებს;
2. ქალაქ ქუთაისის მერიის 2017 წლის 30 იანვრის ბრძანება №205-ით შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტის პროექტი არ შეესაბამება ნორმატიული მოთხოვნებით გათვალისწინებული ფართის მოთხოვნებს. საცხოვრებელი სახლი ვერ პასუხობს „ხელოვნური და ბუნებრივი განათების“ შესახებ კანონით მითითებულ მოთხოვნებს. შენობა ვერ პასუხობს „ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების შესახებ“ კანონით მითითებულ მოთხოვნებს. ბინებში შეყვანილია ბუნებრივი აირი და დამონტაჟებულია გაზქურა, მაგრამ მისი შეერთება ვერ ხერხდება, ვინაიდან საცხოვრისის ოთახები ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს ბუნებრივი აირის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე;
3. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ მითითებულია: რეკონსტრუქცია – არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილ(ებ)ის არსობრივად შეცვლა, მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით; სამშენებლო სამუშაო – მოქმედებათა ერთობლიობა, რომელიც ხორციელდება სამშენებლო მოედნის მომზადების, შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილების მშენებლობის, რეკონსტრუქციის, დემონტაჟის კონსერვაციის ან/და შეკეთების დროს; შესაბამისად რეკონსტრუქცია განიხილება როგორც სამშენებლო სამუშაო. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ვერ დგინდება თუ რა ხარისხის სამუშაოები იქნა ჩატარებული. არ არის შენობის ადრინდელი მდგომარეობის აზომვითი ნახაზები. ხილულად იკვეთება მხოლოდ მოპირკეთებული სამუშაოებისჩატარება.

4. ვიზუალური დათვალიერებით შეინიშნება დეფექტები კარის და ფანჯრის ბლოკების ჩამაგრებაზე, კერამიკული ფილის მოწყობაზე.

5. აღნიშნული შენობა (რომელიც თავის დროზე აგებული იყო კავშირგაბმულობის საწარმოო ობიექტისათვის), სოციალურ საცხოვრისად გადაცემის პროცესში ვერ აკმაყოფილებს საცხოვრებლის ფუნქციებს, სადაც შესაძლებელია განთავსდეს ჩვეულებრივი ოჯახი შესაბამისი საცხოვრებელი პირობებით.ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიერ ქუთაისში, ნიკეას ქუჩა N40ბ-ში მდებარე უძრავი ქონების, სოციალური საცხოვრისის კუთვნილ შენობაში ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ სოციალური საცხოვრისში ფაქტიურად გადაცემული ფართი არ შეესაბამება მიღებაჩაბარების აქტებში დაფიქსირებული გადაცემული ფართების რაოდენობას. მიღებაჩაბარების აქტებით სულ გადაცემული იყო 4 636,6 კვ.მ ფართი, საიდანაც ანაზღაურებადი ფართი შეადგენს 4378,61 კვ. მეტრს. ფაქტიური აზომვით დადგინდა, რომ რეალურად გადაცემული საცხოვრებელი ფართები შეადგენს 4 037,78 კვ.მ-ს , ანუ 341,22 კვ.მ-ით ნაკლებს. ამასთან, სოციალური საცხოვრისის კუთვნილ შენობაში 1 კვ.მ ფართის ფასი საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე შეადგენს 540 ლარს.აღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალური საცხოვრისის შენობის რეალური ფასი შეადგენს (4 037,78*540) 2 180 401,2 ლარს. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს ,,სანოს“ გადაუხადა 3 823 598,25 ლარი, ანუ 1 643 197,05 ლარით მეტი. საცხოვრებელ ბინებში უნდა მოწყობილიყო ლოჯიები, თითოეულ ბინაზე 1,92 კვ.მ ფართით, რაც არ არის გაკეთებული. ლოჯიების მოწყობის საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 129 275 ლარს. ენერგოდამცავი ტექნოლოგიების სამუშაოების საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 153 013 ლარს, რაც არ არის ნაწარმოები.