kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

“ტამიფლუ“, რომელიც გრიპით დაავადებული პაციენტებისთვის ყველაზე საჭირო და ეფექტური ანტივირუსული პრეპარატია, ქვეყნის მსხვილ სააფთიაქო ქსელებში – 83-დან 100 ლარამდე ღირს.

“პსპ”-ში 10 კაფსულა “ტამიფლუ“ 83 ლარი ღირს, “ავერსში“ მისი შეძენა 99 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო ფარმადეპოში“ და „ჯი-პი- სში“ – 93 ლარი.

როგორც “2020NEWS”-ს პსპ-ში განუცხადეს, “ტამიფლუ“ ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ძვირად არ იყიდება და მაგალითად გერმანია მოჰყავთ.

“პსპ-ში “ტამიფლუ“ 83 ლარი ღირს, ხოლო ფასდაკლების დღეებში 72 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ. მაგალითად, გერმანიაში მისი ღირებულება 33 ევროა“, – განუცხადეს სააგენტოს პსპ-ში.

შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ტამიფლუ“ ევროპაში 5 ევროდ იყიდება, ხოლო საქართველოში მისი ფასი 10-ჯერ მეტია.

2020news.ge