kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტი HER-2 დადებითი ადრეული ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე პირებისთვის სამკურნალო პროგრამის განხორციელებას იწყებს.

დაავადების (I-III) სტადიის მკურნალობის პროგრამა მედიკამენტის ,,ჰერცეპტინის” თანადაფინანსებას გულისხმობს. ქუთაისის მერის ინიცირებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება საკრებულოს სხდომაზე მოხდა.

ჰერცეპტინის პროგრამის მიზანია, ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე მკურნალობის ხელმისაწვდომობა და სრული კურსის ჩატარება საჭიროების მქონე პაციენტებისთვის.

ჰერცეპტინის პროგრამის დაფინანსება წელს პირველად ხდება ქუთაისის ბიუჯეტიდან, რომლის მთლიანი მოცულობა 20 000 ლარია.

ჩვენს შეკითხვებს ქუთაისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, მამუკა რიჟამაძე პასუხობს

რა ჯდება მკურნალობის სრული კურსი ?

კონკრეტულად იმის თქმა თუ რა ჯდება პიროვნების მკურნალობა არის ინდივიდუალური და განისაზღვრება თავად პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.

როგორი იყო მომართვიანობა( რამდენი მოქალაქე ითხოვდა დაფინანსებას) ?და რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება ამ პაციენტებისათვის გამოყოფილიყო თანხები (მოქალაქეების თხოვნა თუ მერიის და საკრებულოს გადაწყვეტილება )?

პრობლემასთან დაკავშირებით წერილით,ქუთაისის ,,ონკოლოგიურმა საზოგადოებამ“ მოგვმართა, სადაც მინიშნებული იყო, რომ აღნიშნული პროგრამა მხოლოდ თბილისსა და ბათუმში მოქმედებდა. „ქუთაისის ონკოლოგიური საზოგადოებისა“ და საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებით 2016 წელს საქართველოს მაშტაბით თბილისის გარდა პროგრამაში ჩართული 96 პაციენტებიდან , 12 იმერეთში , ხოლო 7 ქუთაისში მცხოვრები იყო. ასევე წლის განმავლობაში მოქალაქეების მხრიდან დაფიქსირდა თხოვნა დაფინანსებასთან დაკავშირებით. მდგომარეობის შესწავლის შემდეგ უშუალოდ ქალაქის მერის ინიციატივით მოხდა პროგრამის ჯანდაცვის კომისიაში განხილვა. დღეს კი საკრებულომ პროგრამის სრულად ამოქმედებას მხარი დაუჭირა.

ვის უნდა მიმართონ მოქალაქეებმა დაფინასების მისაღებად და რა პროცედურებია გასავლელი? 20000 ლარით რამდენი მოქალაქის დახმარება მოხდება და თუკი გაიზრდება მომართვიანობა იგეგმება თუ არა თანხის გაზრდა ?

პროგრამით მოსარგებლეები არიან ქუთაისში რეგისტრირებული HER2 დადებითი ძუძუს კიბოს (I- III ) სტადიის მქონე პაციენტები, რომლებიც სახელმწიფოსგან რეფერალური პროგრამით სარგებლობენ. დახმარების მსურველმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა,რეფერალური კომისიის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის ასლი და ანგარიშფაქტურა აფთიაქიდან. დახმარების მიღება განხორციელდება ბენეფიციარის ერთჯერადი მომართვის საფუძველზე საგარანტიო წერილის გამოყენებით, რომლის მოცულობა განისაზღვრება თითოეული ბენეფიციარზე ინდივიდუალურად რეფერალური კომისიის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის მიხედვით, წლიურად არაუმეტეს 2000 ლარისა. რადგან პროგრამა საპილოტეა, ამიტომ დინამიკას დავაკვირდებით და ამის შემდეგ განვსაზღვრავთ თუ როგორ ვიმოქმედოთ.