kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

2018 წელს ქუთაისს იღბლიანი პედაგოგი ჰყავს, რომელმაც PSP-ს აფთიაქში წამლის შეძენისას მიღებული ბილეთით ბინა მოიგო.

kutaisitoday.com-ი დაინტერესდა თუ ვინ იყო იღბლიანი პედაგოგი. ეს ქალბატონი გახლავთ ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი ციალა ბრეგვაძე. ქალბატონი ციალა დედასთან ერთად ცხოვრობს ერთოთახიან ბინაში და ახლა თბილისში ბინის მფლობელია.

ციალა ომარის ასული ბრეგვაძე დაიბადა 1962 წლის 13 ნოემბერს ხონის რაიონ სოფ. გუბში.

1979 წელს დაამთავრა სოფ. გუბის საშუალო სკოლა.

2001-2006 წლებში სწავლობდა წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში საღვთისმეტყველო და ქრისტიანული ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტზე. მიენიჭა ხელოვნების ისტორიის მასწავლებლისა და ხელოვნებათმცოდნის კვალიფიკაცია.

1996-2005 წლებში მუშაობდა ქუთაისის 18-ე საჯარო სკოლაში რელიგიის მასწავლებლად, პარალელურად 1999 წლიდან მუშაობდა 30-ე საჯარო სკოლაში რელიგიის მასწავლებლად, 2007 წლიდან კი ხელოვნების მასწავლებელია 30-ე საჯარო სკოლაში.