kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

“ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში კორუფცია მძვინვარებს”–ამის შესახებ ბიზნესმენი და საინფორმაციო სააგენტო “ქუთაისითუდეის” ხელმძღვანელი, სერგო (ბუბა) ჩივაძე პირად ბლოგზე წერს.

“სად არის სამართალი, ან ამ სამართლიანობის შეჯიბრითობის პრინციპზე დამყარებული სასამართლო? ცოდვაა ხალხი, ეს გაუბედურებული მოსახეობა ღია ცის ქვეშ რჩება, იმიტომ, რომ ქვეყანაში სამართალი არ არის. ამას იმიტომ ვწერ, რომ მინდა გაღატაკებულ მოსახლეობას დავეხმარო და იმ საგამოძიებო სამსახურებს, რომლებიც სახელმწიფო მოხელეთა დანაშულებების აღმოფხვრას უნდა ემსახურებოდეს მეტი ყურადღების გამოჩენისაკენ მოვუწეოდებ.

ისედაც გაუბედურებული ქართველი ერი პროკურატურის შეთხზულ საქმეებზე, ზოგს ლომბარდში, ზოგს კი კერძო იპოთეკარებთან საკუთარი უძრავი ქონების ჩადება უწევთ, რომ ციხეს თავი დააღწიონ. თქვენ თუ იცით, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების 70 პროცენტი როგორ შოულობს ფულს? ეს არის სქემა, რომელსაც მე ვშიფრავ იმ ჟურნალისტური გამოძიების შედეგად, რომელიც მე ჩავატარე.

აიღეთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების ცოლები, თუ ქმრები, ვინ არის ისინი, რომელ საადვოკატო ფირმებში მუშაობენ. აიღეთ მათი შვილები, სიძეები, ნათესავები, რომლებსაც საადვოკატო ფირმები აქვთ. მიაგნებთ კორუფციის წყაროს, საიდან აქვთ მათ შემოსავალი? მიხვალ მათ საადვოკატო ფირმებში, მოგთხოვენ ორდერის გასაფორმებლად 3000–ზე მეტ დოლარს და აქედან იწყება დოლარების შოვნა.

სააპელაციო სასამართლოში, თანამშრომლების ნათეასავებით, ცოლებით და ქმრებით შედის ფული და ასე ეწყობა საქმეები. გაუბედურებული ხალხი უსახლკაროდ რჩებიან, ქვეყანაში მოშლილია ამ უწყებაზე კონტროლი.

თუ ამ სქემას გაშიფრავთ მიიღებთ შედეგს, როგორ წარმატებით მუშაობენ მათი საადვოკატო ფირმები.

მაღალჩინოსნებს ვეკითხები, რომელი შეჯიბრითობის პრიცნიპით მუშობს სასამართლო? ამ ფაშისტებს, ვინც ბევრ ფულს გადაუხდის იმათ საქმეებს წარმატებით აგვარებენ.

ისე გათახსირდა ქართველი მოსამართლეების 70 პროცენტი, რომ სინდის–ნამუსს ფულში ყიდის. ღმერთის გეშინოდეთ, არ დარჩებით დაუსჯელები, მალე დაისჯებით! სასამართლო პროცესზე მოსამართლეები ტომებად დაწერილ საქმეებს თქვენ ჰგონიათ  კითხულობენ ? ისინი  ტყემალზე ზიან. ვაი ქართულო სასამართლოვ, ასეთი გათიშულები წყვეტთ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნის შვილების უდანაშულობას. მათთვის ფული უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ნამუსი და სახელი. ჩვენს წინაპრებს უთქვამს, სახელის გატეხვას თავის გატეხვა ჯობიაო. ეს მაინც უნდა იცოდეთ მოსამართლეებო!