kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ღორის გრიპით გარდაცვალების მეორე შემთხვევა ქვეყანაში – ვირუსის H1N1-ის შტამით ქუთაისში ორსული ქალი გარდაიცვალა. ექიმის ჩარევა დაგვიანებული აღმოჩნდა.

ექიმებმა ჩვილის გადარჩენა საკეისრო კვეთით მოახერხეს, თუმცა დედის დახმარება ვეღარ შეძლეს.

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ანესთეზია რეანიმაციის სამსახურის უფროსის, მამუკა ნემსიწვერიძის თქმით, 30 წლის ქალბატონმა კლინიკას 14 დეკემბერს მიმართა. ის 38 კვირის ორსული იყო.

ექიმის თქმით, პაციენტს აღენიშნებოდა ცხელება სუნთქვის უკმარისობა, ხველა. საავადმყოფოში შესვლიდან 24 საათში ჩაუტარდა საკეისრო კვეთა, თუმცა, მისი მდგომარეობა მძიმე იყო და დაავადება გაგრძელდა აგრესიულად.