kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ქუთაისის ვიცე -მერის გიორგი იობაშვილის გადადგომის შემდეგ თანამდებობა ქუთაისის მერიაში ვაკანტურია. ქუთაისის ,,ქართულმა ოცნების” შტაბმა აღნიშნულ თანამდებობაზე დასანიშნად საკრებულოს მოქმედი წევრი ლაშა გვენეტაძე წარადგინა. გვენეტაძე სხვადასხვა წლებში წინა მთავრობასთან დაახლოებულ პირად ითვლებოდა,ახლა კი ვიცე-მერის პოსტზეა წარდგენილი.

გვენეტაძის წარმდგენ პირებს პოლიტსაბჭო თბილისში იბარებს. გავრცელებული ინფორმაციით ვიცე-მერი გიორგი იობაშვილი და ვიცე-გუბერნატორი სუს-ის მინისტრის მოადგილის გრიგოლ ლილუაშვილის ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან.

გავრცელებული ინფორმაციით იმ შემთხვევაში თუ გვენეტაძეს ვიცე-მერად არ დაამტკიცებენ ,ადგილობრივი მთავრობა შესაძლოა დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს.

გვენეტაძის ბიოგრაფია ასე გამოიყურება : განათლება: 1997–2005 ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – იურიდიული ფაკულტეტი

1995–1997 ქუთაისის N1 სკოლა კოლეჯი წარჩინებით

სამუშაო გამოცდილება:

2002–2004 შპს „კაპიტალი“ იურისტი

2002-2004 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის „წვევამდელთა უფლებების დაცვის“ იმერეთის პროექტის კოორდინატორი

2004–2007 ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილება, იურისტი

2007–2008 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი, ფილიალის თავმჯდომარე

2008–2009 ქუთაისის მერიის იურიდიული სამსახური სამსახურის უფროსი

2009–2009 აღსრულების ეროვნული ბიუროს, იურიდიული სამმართველოს დასავლეთ საქართველოს კოორდინატორი

2009–2010 შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონული ცენტრი დაგეგმა–ანალიზის განყოფილების უფროსი

2010-2014 შემოსავლების სამსახურის ქუთაისის ,,სერვისცენტრი”, ადმინისტრაციის უფროსი

2014-2017 ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ფრაქციის თავმჯდომარე

2017- დღემდე ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე