kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

,,მომყავს ჩემი კადრები და მოგიწოდებთ დატოვოთ თანამდებობა” ამ სიტყვების ავტორი იმერეთის  გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძეა, რომელმაც ყველა მისი მოადგილე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა და მათ ადგილზე სამხედრო პირები წარადგინა.

გრიგოლ დალაქიშვილის თანამდებობაზე   სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე არის წარდგენილი, რომელიც წინა ხელისუფლების ხელქვეითად მოიაზრებოდა და ახლა უკვე შტატები მის მიერ დაინიშნება.გუბერნატორის გადაწყვეტილებით იმერეთის რეგიონებში ყველა მუნიციპალიტეტის ვიცე მერებს მათი კადრი ჩაანაცვლებს.  

დაზუსტებული ინფორმაცით მას შემდეგ რაც გრიგოლ დალაქიშვილის ოჯახისთვის ცნობილი გახდა შვილის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია, მამას ინსულტი დაემართა, რის გამოც მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა., ხოლო ვიცე გუბერნატორი თბილისში მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრებს მართავს. გავრცელებული ინფორმაციით მას ასევე ძალოვან სამსახურში გადაყვანის შეთავაზება მისცეს. 

kutaisitoday.com– კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით გუბერნატორმა ვიცე მერის დ ვიცე გუბერნატორის გადაყენების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დახურულ კარს მიღმა ,,ქართული ოცნების” საკრებულოს წევრები მიიღო. მარეხი ნიჟარაძე უარყოფს ინფორმაციას რომ გუბერნატორს შეხვდნენ, მაგრამ შენიშვნები ჰქონდათ და განხილული დეტალები პარტიის შიგნით რჩება. ნიჟარაძის განმარტებით ის არ აპირებს უკანონო დავალებები შეასრულოს ან ვინმეს მითითებების აღსრულებას  შეუწყოს ხელი. 

პარტიის ოფიციალურ გადაწყვეტილებას თანამდებობის პირების შეხვედრის შემდეგ მიიღებენ. დარჩება თუ არა ძალაში გუბერნატორის მოთხოვნა დატოვონ თანამდებობა თანამდებობის პირებმა, მოგვიანებით გახდება ცნობილი