kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ქუთაისში სასტუმრო „რჩეულში“ პროექტის „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელიც საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთის” მიერ განხორციელდა და მასში ჩართულნი იყვნენ გორისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. პროექტი დონორი ორგანიზაციების (აშშ- ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო – USAID, გაეროს ბავშვთა ფონდი – UNICEF) მიერ იქნა მხარდაჭერილი.

პროექტი „ახალგაზრდების მონაწილეობა და განვითარება“ 2013-2015 წლებში, თითქმის 30 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში გორის მუნიციპალიტეტის 8 საჯარო სკოლა (შავშვები, ზერტი, მეჯვრისხევი, ტყვიავი, ტირძნისი, შინდისი, ახალდაბა, ხიდისთავი) მონაწილეობდა და მისი მიზანი კონფლიქტით დაზარალებული ახალგაზრდების ადგილობრივ თემში მონაწილეობის წახალისება, სამოქალაქო აქტივობების გაზრდა და სოციალური ინტეგრაციის მხარდაჭერა გახლდათ. პროექტის ფარგლებში თითოეულ საჯარო სკოლაში 7 სხვადასხვა კლუბი მუშაობდა ( მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა, სამოქალაქო განათლება, ცხოვრების ჯანსაღი წესი, გარემოს დაცვა ) . სულ მისი მინდინარეობისას 3 000-ზე მეტმა მოსწავლემ 450-ზე მეტი აქტივობა განახორციელა.

პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე საზოგადოებას საშუალება მიეცა ეხილა ბავშვების მიერ შესრულებული ნამუშევრები და პრეზენტაციები . ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება შიდა ქართლში“.


მსგავსი სიახლეები