kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ივანეიშვილის  დაკავების შემდეგ, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე რამდენიმე საათის წინ დააკავეს,სხვა მაღალი თანამდებობის პირების დაკავება იგეგმება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინტენსიურად აწარმოებს გამოძიებას  შემდეგი თანამდებობის პირებს აქვთ თუ არა კავშირი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ  გამოცხადებულ  ელექტრონულ ტენდერზე   ქ. წყალტუბოში შანიძის ქუჩა N1-ში მდებარე შენობა-ნაგებობის და მიწის ნაკვეთის შესყიდვასთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო უცხოელმა ბიზნესმენმა და გრიგოლ ივანეიშვილის დახმარებით შეძლო აღნიშნული შენობის და მიწის ნაკვეთის წინასწარ შეთანხმებულ და ხელსაყრელ ფასად შეძენა, რის გამოც საკრებულოს თავმჯდომარე ქრთამის აღების გამო დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურებში ასევე დასაკითხად დაიბარეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი  და მისი მოადგილეები: ზურაბ მაისურაძე,ალექსანდრე დადუნაშვილი,

ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი მარეხ კანკაძე და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ფატი გაგოშიძე.აღნიშნულ თანამდებობის პირებს ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილები დააწერინეს.

გამოძიებას შეკითხვები აქვს აღნიშნულ ტენდერთან დაკავშირებით. ვინ იყო მოკავშირე საკრებულოს თავმჯდომარის, რომელიც აღნიშნულ ტენდერს მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნებისა თუ სამსახურის უფროსების დახმარების გარეშე ვერ შეძლებდა. გავრცელებული ინფორმაციით უწყება რეგიონებში და კონკრეტულად წყალტუბოში დიდ წმენდას განახორციელებს. შეკითხვები ასევე შესაძლოა გამოძიებას წყალტუბოს მაჟორიტარ დეპუტატთან ცოტნე ზურაბიანთანაც ქონდეს.