kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

თავდაცვის სამინიტროს გენერალური ინსპექციის წარმოებაში მყოფი საქმე ,რომელიც  8 იანვარს ქუთაისში, კერძოდ, რესტორან ,,ასტორიაში მოხდა”  მაღალი თანამდებობის პირების სიმთვრალის გამო რეგიონი მედიის, kutaisitoday.com  ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ ექცევა. ჩვენი გუნდი ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ ფაქტს, სადაც სამხედრო პირები ისე სცემეს, რომ დაასისხლიანეს.  თუ რა მოხდა, დეტალების ქვემოთ წაიკითხავთ

8 იანვარს, ქუთაისში, რესტორან,,ასტორიაში” ქეიფსა და ლხინში გართული ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე ,ხონის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე, მისი მოადგილე კობა კუბლაშვილი საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად ქეიფობდნენ, მეორე სუფრაზე მყოფ  სამხედრო პოლიციის ოფიცრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

სუფრაზე სიტუაცია მას შემდეგ  დაიძაბა, რაც სუფრაზე მყოფმა  სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს და ხონის მთვარობას შეაგინეს. დარბაზში დაწყებული უთანხმოება გარეთ გაგრძელდა, სადაც ოფიცრები ისე სცემეს, სახიდან  სისხლი ადინეს. გარეთ ეზოს მიღმა გაგრძელებული ჩხუბის დაშოშმინებას სცდილობდა ხონის მერი და საკრებულოს თავჯდომარე. 

 ერთ- ერთი  სამხედრო მათ ხელმძღვანელობას დაუკავშირდა და ადგილზე დახმარება ითხოვა. თემის აფიშირება არავის აწყობდა, მაგრამ რადგან ზარი მაღალჩინოსნის ტელეფონზე შევიდა, ადგილზე საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები გამოცხადნენ და ვიდეოკადრები წაიღეს – გაგვიცხადა  კონფიდენციალურმა წყარომ.

სამხედრო პირებმა რესტორნის ადმინისტრაციას კადრების გაქრობა და დუმილი სთხოვეს. გავრცელებული ინფორმაციით თავდაცვის სამინისტრომ მონაწილე ყველა ოფიცერი სამსახურიდან დაითხოვა, ხოლო საქმე გენერალური ინსპექციის წარმოებაშია გადასული 

kutaisitoday.com- ი თავდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა და  მომხდარ ფაქტზე კომენტარი სთხოვა, უწყებაში კომენტარი ფაქტზე ამ დრომდე არ გაუკეთებიათ

შეგახსნებთ: ცუდი სიმთვრალის გამო საკრებულოს თავმჯდომარის კობა კუბლაშვილის მონაწილეობით ჩხუბი ხშირია, ბოლო რაც მედიის ყურადღების ცენტრში მოხდა  2014 წელს მოხდა, ფაქტი კი  იყო ხონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა კუბლაშვილი სამტრედიაში გაასამართლეს. კუბლაშვილის  დაკავების მიზეზად ქორწილში ჩხუბი, სუფრის წევრებზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა სახელდება. სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, კუბლაშვილს 250 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა, მას 6 თვით მართვის მოწმობაც ჩამოერთვა