kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ბეწვის ხიდად შერაცხული ,,თეთრი ხიდი” ქუთაისში. kutaisitoday.com-ის სპეციალური რეპორტაჟი

ეს ის ხიდია, რომელიც საშიშია მოსახლეობისთვის და ახლომდებარე ბიზნესობიექტებისთვის განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქუთაისში ქარი ბობოქრობს. არც ერთი სამსახური ხიდის უსაფრთხოებით არ დაინტერესებულა, არც უნახავთ, არც დაუთვალიერებიათ. რამდენად სწორად მუშაობს შესაბამისი სამსახურები. ვინ არის პასუხისმგებელი ხიდის მშენებლობაზე და რა ვალდებულებები აკისრია ქუთაისის მერიის ზედამხედველობისა და არქტიტექტურის სამსახურს იმ შემთხვევაში, თუკი ხიდი ძლიერი ქარის დროს მიწასთან გაასწორებს ახლომდებარე ობიექტებს, საფრთხეს შეუქმნის ფეხით მოსიარულეთა და უცხოელ ტურისტთა სიცოცხლეს. შეკითხვებზე პასუხებს ღიად ვტოვებთ.

მიზეზი ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თეონა გიორგაძის გადაწყვეტილებაა,რომელიც სააგენტოსთან წყვეტს თანამშრომლობას ინფორმაციის გაცვლაზე, ვინაიდან ჩვენ კრიტიკაზე ვმუშაობთ.

ქუთაისის მერიამ “თეთრი ხიდის” სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისათვის 444 996 ლარი დახარჯა. სამუშაოებს კომპანია ,,ალმა რუს საქართველო’’ ახორციელებს. ქუთაისის მერიის ოფიციალური გვერდი საზოგადოებას აწვდის შემდეგი სახის ინფორმაციას, ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: ,, კომპანია ,,ალმა რუს საქართველომ” ხიდზე არსებული სამუშაოები უკვე დაასრულა. დარჩენილია ხარვეზების გამოსწორება (ზედაპირის კოსმეტიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით) აღნიშნულ ხარვეზებზე კომპანიას მიეთითა პროექტზე ზედამხედველობის სამსახურების მიერ.

kutaisitoday.com-ი დაინტერესდა ხიდის იმ ქვედა ნაწილით, რომლის დათვალიერება აზრადაც არავის მოსვლია. მასალას თან ვურთავთ ფოტოს,სადაც კარგად ჩანს,რომ ხიდის კონსტრუქცია რკინის ჭანჭიკებით არის დამაგრებულო, ხოლო რკინის კონსტრუქციების უმეტესობა, რომელიც ჭანჭიკებმა და მასზე მოჭერილმა ხრახნებმა უნდა დაამაგროს, მის გარეშეა დარჩენილი. მკითხველი ალბათ წარმოიდგენს თუ რა მოხდება ძლიერი ქარის შემთხვევაში.

დაუსჯელობის სინდრომი სანამდე მიიყვანს ქალაქს . ვინ დაისჯება და ვინ შეეწირება ყოველივე ამას? კითხვას ღიად ვტოვებთ.აღნიშნულ მასალას ჩვენ კვლავ დავუბრუნდებით.

41

111

789