kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კოტე აბაშიძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტის „ტელესპექტაკლის“ დახურვას აპროტესტებს. არსებული ინფორმაციით, პროტესტს ხვალიდან სხვა რეგიონული თეატრებიც შეუერთდებიან

ხვალ 12-ის ნახევრიდან, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, 10 თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მსახიობები მართავენ ბრიფინგს, საპროტესტო აქცია უკავშირდება აჭარის ტვ-ში პროექტის ,,ტელესპექტაკლი” დახურვას.
ეს პროექტი ,,ტელესპექტაკლი” 3 წელია არსებობს და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელია მესხიშვილის თეატრიც. ძირითადად რეგიონული თეატრი სპექტაკლების ტელევერსიებს ამზადებდა და 60-მდე ტელევერსია აქვს უკვე შექმნილი, რომელიც, მომავლის ოქროს ფონდია

აქციის შემდეგ იმერეთის, გურიის, სამეგრელოსა და აჭარის თეატრების ხელმძღვანელები, წარმომადგენლებთან ერთად, მესხიშვილის თეატრში საპროტესტო აქციას გამართავენ პროექტის დახურვასთან დაკავშირებით და ქუთაისიდან ბათუმში, ტელევიზიის ბორდთან შესახვედრად გაემართებიან.