kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

kutaisitoday.com-ის რუბრიკა ,,პროფესიის “ დღევანდელი სტუმარია 18 წლის მომღერალი ქუთაისიდან მონიკა ტუკვაძე.

ასაკის მოუხედავად ის შრომას ბავშვობიდან მიეჩვია მას საქართველოს სახელით ისრაელში გამართულმა საერთაშორისო კონკურსმა ,,red sea joys” მოუტანა გამარჯვება. არის სხვადაასხვა კონკურსების მონაწილე და გამარჯვებული. მისი მიზანია საესტრადო ვოკალის კუთხით აირჩიოს პროფესია . პროფესის არჩევამდე საკუთარი ნიჭის პოპულარიზაციას ცდილობს, რათა საკუთარი ადგილი დაიკავოს ამ სფეროში. მონიკა “რუსთავი 2” -ის ყველაზე ეროვნული და სახალხო მუსიკალური მეგა-შოუ „მხოლოდ ქართულის“კონკურსანტია. ახლა კი ის ჩვენი ,,რუბრიკის“ შეკითხვებს უპასუხებს

1.-გაგვეცანით, ვინ ხართ და როდის დაიწყეთ სიმღერა, რა პროფესიის ხართ ?

მონიკა ტუკვაძე. სიმღერა დავიწყე 3 წლიდან. სკოლა წელს დავამთავრე და ამიტომ ჯერ პროფესია არ მაქვს, მაგრამ ვაპირებ კონსერვატორიაში ჩაბარებას

2.-როდიდან დაიწყო თქვენი კარიერა?

8 წლიდან უკვე ვღებულობდი სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობას

3- თქვენს ოჯახზე რას გვეტყვით?

მყავს ძალიან მზრუნველი მშობლები, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად ყოველთვის მიწყობდნენ ხელს. მყავს ერთი ძმა, რომელზეც ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ

4.- მშობლები ან მეგობრები რას გეუბნებიან კონკურში შენს მონაწილეობაზე ?

ძალიან გაუხარდათ, რომ გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება ამდენი თხოვნის შემდეგ

5.-სკოლის მოსწავლე ღამით რომ მღეროდით მშობლების წინააღმდეგობა არ გქონდათ ?

ჩემი მშობლები ყოველთვის ყველაფერში მიწყობენ ხელს. ბავშვობიდან ძალიან დამოუკიდებელი ვიყავი და ჩემს ამ გადაწყვეტილებასაც გაგებით მოეკიდნენ

6.-რა ასაკიდან ხართ დასაქმებული საკუთარი პროფესიით ?

15 წლიდან უკვე ჩემი პროფესიით დავიწყე მუშაობა. თავიდან უხერხულად ვგრძნობდი თავს როდესაც მეგობრები ან ნაცნობები მეკითხებოდნენ რატომ გადავწყვიტე ამ ასაკში მუშაობის დაწყება,მაგრამ თანდათან გამიქრა ეს შეგრძნებები და ახლა პირიქით, მიხარია ,რომ ამ ასაკში არ ვარ დამოკიდებული მშობლების ჯიბეზე

7.- ბევრი თაყვანისმცემელი გყავთ?

საკმაოდ

8.- რას ფიქრობთ დღევანდელ ქართულ შოუ- ბიზნესზე?

ჩემი აზრით ქართული შოუ-ბიზნესი ჯერ კიდევ განვითარების სტადიაზეა

9- პირველი წარმატება და პოპულარობა რამ მოგიტანა?

ჩემთვის დღემდე ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება ისრაელში საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვებაა

10.- სახლში ხშირად მღერიხართ?

ხშირად არა, ყოველთვის, არამარტო სახლში, ქუჩაში სეირნობის დროსაც, იმდენად ჩემია უკვე ეს საქმე ჩემთვის ვერც ვგრძნობ ხოლმე ისე ვიწყებ ჩემდა უნებურად სიმღერას

11.- თქვენი საქმე გიყვართ?

ყველაზე ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. ვერც წარმომიდგენია სხვა სფეროში ჩემი თავი. მუსიკაა ჩემი ცხოვრების აზრი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია სიმღერა

12- კომპლექსი, რომელიც ბავშვობიდან მოგყვება – რა არის?

არასოდეს დავფიქრებულვარ ამაზე

13- კარიერაში უფრო გაგიმართლა თუ პირად ცხოვრებაში?

მგონი ეს ის შემთხვევაა როცა ორივეში თანაბრად

14- საკუთარი სიმღერა არ გაქვთ?

არა, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მაქვს

15- საყვარელი მამაკაცის გამო ყველაფერზე წახვიდოდი?

საყვარელ საქმეს ვერავის გამო ვერ დავთმობდი, მაგრამ ჩემი საყვარელი ადამიანი ისედაც არ დამაყენებდა ამ არჩევანის წინაშე

16- რას აკვირდები ადამიანის გაცნობისას?

ძალიან სასაცილოა, მაგრამ ცხვირს

17 -კრიტიკაზე მშვიდად რეაგირებ?

ჯანსაღ კრიტიკაზე კი, ვითვალისწინებ და შემდეგ ვცდილობ გამოვასწორო

18- სხვები რას აკვირდებიან შენი გაცნობისას?

ეგ არ ვიცი

19- რისგან იღებ ყველაზე მეტ სიამოვნებას?

როცა ვმღერი ან საყვარელ სიმღერას ვუსმენ

20- რომ შეგეძლოს, ვის სთხოვდი პატიებას?

ჩემს გარდაცვლილ მეგობარს

21- ძლიერ ქალად თვლი თავს?

რა თქმა უნდა ძლიერ და დამოუკიდებელ ქალად

22- კონკურსში მონაწილეობა რატომ გადაწყვიტე?

მინდა რომ ჩემი სიმღერით არამარტო მე, სხვამაც ისიამოვნოს

23- შეყვარებული გყავს?

დიახ, მყავს

24- ყველაზე მეტად, ვინ ინერვიულობს შენს გამოსვლებზე?

ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები

25- სამომავლო გეგმები როგორია, რას აპირებ პროექტის შემდეგ?

ამ კითხვაზე პასუხს ახლა ვერ გაგცემთ, არასოდეს ვგეგმავ წინასწარ არაფერს