kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

kutaisitoday.com-ის რუბრიკა ,,ოჯახის“ დღევანდელი სტუმარია ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორის მეუღლე ქალბატონი თამარ ბაბაკიშვილი, რომელიც თავად ისაუბრებს ოჯახზე და მის მეუღლეზე.

8889

1)როდის დაიბადეთ, როგორი ბავშვობა გქონდათ და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენს ბიოგრაფიაში ?

დავიბადე 1966 წელს, 11 მარტს , ქალაქ სიღნაღში. ძალიან კარგი და ბედნიერი ბავშვობა მქონდა, რაც ჩემი მშობლების დამსახურებაა, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩანაწერიც მათ უკავშირდება. ბავშვობიდანვე მინდოდა ისეთივე მოსიყვარულე და ერთგული ოჯახი მქონოდა

2) რა პროფესია გიზიდავდათ ბავშვობაში და რომ გქონდეთ წლების უკან დაბრუნების შანსი რას შეცვლიდით ?

ბავშვობიდანვე ვოცნებობდი თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარებაზე, რაც ავისრულე კიდეც, მხოლოდ მსახიობობა მინდოდა. დედა იყო სასტიკი წინააღმდეგი, მაშინ სხვა დრო იყო, ყველაფერს სხვანაირად უყურებდნენ. უკან დაბრუნების შანსი რომ მქონდეს, ისევ მსახიობი გავხდებოდი.

3) პირველი სიყვარული როდის გეწვიათ? როდის შექმენით ოჯახი და რამ მოგხიბლათ თქვენს მეუღლეში?

პირველი სიყვარული 18 წლის ასაკში მესტუმრა, მაშინ აბიტურიენტი ვიყავი, მაგრამ ვთვლი, რომ ეს ალბათ არ იყო სერიოზული გრძნობა, რაც შეეხება ჩემს მეუღლეს, ის ინსტიტუტში გავიცანი. მის ყურადღებას გაცნობის დღიდანვე ვგრძნობდი, რაც ძალიან მსიამოვნებდა. გამორჩეული სტუდენტი იყო და ჩემი ყურადღებაც ასე მიიპყრო.

4) შეგიძლიათ გაიხსენოთ როგორ მოგხიბლათ თქვენმა მეუღლემ?

ყველაზე მეტად მისი სიმღერით მოვიხიბლე, რომელიც ჩვენი საერთო მეგობრის დაბადების დღეზე შეასრულა, ეს იყო ჯანსუღ კახიძის „მგზავრული“. მას შემდეგ ჩვენ ერთად ვართ და ამ სიმღერას ხშირად მიმღერის ხოლმე

33

5) როგორი მეუღლეა თქვენთვის და თუ იცლის საოჯახო საქმეებისთვის?

ძალიან თბილი და მოსიყვარულეა, ცდილობს ხშირად ვიყოთ ერთად, რაც თეატრის დირექტორია, მისი სამუშაო გრაფიკი ლამის „24 საათიანია“ , მაგრამ ჩემთან ურთერთობას მაინც ახერხებს. ჩვენ ძალიან გვიყვარს სეირნობა ,რაც არ უნდა გვიან მოვიდეს ამისათვის მაინც ვიცლით, მე ქუთაისს კარგად არ ვიცნობ და ის ცდილობს გამაცნოს და შემაყვაროს, ვფიქრობ რომ ეს შეძლო .
ცოტა ხნის უკან ძალიან დიდი საჩუქარი გამიკეთა, ერთად ვიმოგზაურეთ საბერძნეთში, რაც ჩემთვის დაუვიწყარი იყო.

საოჯახო საქმეებისგან გათავისუფლებულია. მე ჩემს თავზე მაქვს აღებული ბაზარში სიარული და პროდუქტების ყიდვა, რადგან ვთვლი, რომ ეს მე უკეთ გამომდის 

6) რამდენი წევრისაგან შედგება თქვენი ოჯახი?

ჩვენი დიდი ოჯახი 10 წევრისგან შედგება, გვაყავს სამი შვილი (ბიჭები) , ორი რძალი და სამი შვილიშვილი . ჩვენ სახლი თბილისში გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ სულხანი ქუთაისელია, აქ ჩვენ ბინა არ გვაქვს და ქირით ვცხოვრობთ, მე , სულხანი და უმცროსი შვილი ნიკა, რომელიც თბილისიდან სასწავლებლად აქეთ გადმოვიყვანეთ და პირველ საჯარო სკოლაში სწავლობს. ქუთაისს ძალიან შევეჩვიე, ერთადერთი რაც გვიჭირს, დანარჩენი ოჯახის მოშორებით ცხოვრებაა, მაგრამ რას ვიზამთ ….. 

11

7) რა არ მოსწონს რა უხარია, არის თუ არა მკაცრი ოჯახის თავკაცი?

ყველაზე მეტად არ მოსწონს უწესრიგობა, რაც ჩვენს ოჯახში არც არის , ძალიან უყვარს ჩხირკედელაობა , ყველაფერი გამოსდის ხელიდან, სახლში თუ რამე დაზიანდა, ის აკეთებს. უყვარს შვილიშვილებთან , შვილებთან და მათ მეგობრებთან ყოფნა, ძალიან უყვარს სტუმრები, ის კარგი თამადაცაა 
ვერ ვიტყვი რომ მკაცრია , ეს მას არ სჭირდება , მაგრამ როცა ის სახლშია, მისი სახით ოჯახის უფროსი ნამდვილად იგრძნობა 

8) რთულია იყოთ დიდი ოჯახის დიდი დიასახლისი?

რთულია, რადგან ჩემი ემოციური ბუნებიდან გამომდინარე ყველაზე ერთნაირად მიწევს ზრუნვა, მინდა ყველა რაღაცით ვასიამოვნო , დავეხმარო, ხან გამომდის , ხან არა. 

9) შვილების მიმართ რაიმე პრეტენზია თუ აქვს?

პრეტენზია კი არა, პრეტენზიები  , მაგრამ ეს პირადია და ამაზე საუბარი არ მინდა, ისე კი ძალიან კარგი შვილები გვყავს, მათგან სერიოზული პრობლემები არასოდეს გვქონია, მშრომელები და დამოუკიდებლები არიან.

10. რას ნიშნავს ბედნიერება? თქვენებური შეფასება

ის, რაც მე უკვე მაქვს , ბედნიერებაა ჩემთვის: ჩემი მეუღლე, შვილები, რძლები და შვილიშვილები. უზომოდ მიყვარს ყველა. მათთან ერთად ყოფნა ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა. 

11. რა არის ოჯახის შენარჩუნების თქვენებური ფორმულა?

ოჯახის შენარჩუნებისათვის მთავარია ერთად ცხოვრება. არ უნდა ცხოვრობდნენ მეუღლეები ცალ-ცალკე სხვადასხვა ქალაქებში ან ქვეყნებში. ამიტომაა, რომ ქუთაისში გადმოვედი საცხოვრებლად. ერთმანეთს უნდა უზიარებდნენ ყოველდღიურ სიხარულსა და პრობლემებს, ხოლო ერთმანეთისთვის კომპრომისი მთავარი ფორმულაა 

12. რამდენწლიანი ოჯახი გაქვთ და რას ურჩევდით დაოჯახებელ წყვილებს?

27 ივნისს 30 წელი შეგვისრულდა ერთად თანაცხოვრების, ეს ძალიან დიდი დროა, ბევრ რამეს გაუძლო ჩვენმა ურთიერთობამ, პრობლემებიც გვქონდა, მაგრამ ყველაფერმა გაიარა, ორივე მივხვდით, რომ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია.

სასტიკი წინააღმდეგი ვარ ადრე დაოჯახების, და თუ მაინც გადადგამენ ამ ნაბიჯს, დაუთმონ ერთმანეთს, აიტანონ პატარა გაჭირვება და პრობლემები, ყველაფერი წარმავალია და გამოსწორდება, პირველ რიგში პატივი სცენ ერთმანეთს, მოისმინონ და გაითვალისწინონ ერთმანეთის რჩევები. 

778