kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ 41-ე საჯარო სკოლის პედაგოგს ლამარა გეგუჩაძეს „ღვაწლმოსილი ქუთაისელის“ სიგელი გადასცა.

პედაგოგისადმი მიძღვნილ ღონისძიებას 41-ე საჯარო სკოლაში ქუთაისის მერთან ერთად პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გენადი მარგველაშვილი და პარლამენტის რეგიონული მართვისა და თვითმმართველობების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილი დაესწრნენ. ლამარა გეგუჩაძე 60 წელია პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა.

იგი ფიზიკის მასწავლებელია. ქალბატონმა ლამარამ პედაგოგიური მოღვაწეობა ქუთაისის 29-ე სკოლიდან დაიწყო. სხვადსხვა დროს მუშაობდა პარტიულ და პროფესიულ თანამდებობებზე. მათ შორის საჯარო სამსახურში.