kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

kutaisitoday.com -ი აგრძელებს ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით თემების მომზადებას და იმ პრობლემების გაშუქებას, თუ რა ხდება აღნიშნულ დაწესებულებებში, სადაც დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება, როგორ პირობებში არიან შშმ პირი ბავშვები, როგორ მიმდინარეობს მათი ზრუნვა და რამდენად უსაფრთხოა მათი ყოფნა ამ დაწესებულებებში? დღეს ჩვენ მიმოვიხილავთ კონკრეტულ ფაქტს, რომელიც ქუთაისში მდებარე შშმ პირთა ბავშვების დღის ცენტრ ,,თაისში“ დაფიქსირდა

დაწესებულებაში მყოფი 7 წლის ბავშვს დაზიანებები ცხვირის, ლოყის, თვალის არეში აღენიშნებოდა. დაზიანებების შესახებ მას შემდეგ გახდა ოჯახისთვის ცნობილი, რაც ბავშვი სახლში მიიყვანეს. ოჯახისთვის და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატის განმარტებით მათი ბავშვი არასათანადო პირობებში იმყოფება, ცხვირის, სახის, თვალის არეში დაზიანებები აღენიშნება. საიდან მიადგა ბავშვს აღნიშნული დაზიანებები ოჯახისთვის უცნობია. პატარა ბიჭი ვერ საუბრობს, ხოლო პერსონალის განცხადებით ბავშვი დაეცა. თუ როგორ მიიღო ლოყისა და თვალის მიდაომოებში სილურჯეები , ეს სამართალდამცავი ორგანოების დასადგენია.

ოჯახის ადვოკატი ციცინო ბაბუნაშვილი შსს და სახალხო დამცველის აპარატს განცხადებით რამდენიმე საათში მიმართავს.

შეგახსენებთ: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველ-ოს კანონს:

• სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ დაცვას და უქმნის მათ საჭირო პირობებს ინდივიდუალური განვითარების, შემოქმედებითი და საწარმოო შესაძლებლობების რეალიზაციისათვის (მუხლი 3, პუნქტი 1);

• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა უზრუნველყოფილია სასამართლო ან კანონით გათვალისწინებული სხვა წესით (მუხლი 4);

kutaisitoday.com-ი აღნიშნულ დაწესებულებაში შექმნილ მდგომარეობას კიდევ დაუბრუნდება.

77799