ქუთაისში, გვიან ღამით, ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, ერთი გოგონა კი გარდაიცვალა. ქუთაისში აცხადებენ, რომ დამწვარი ავტომანქანიდან ერთმა გოგონამ ვერ მოასწრო გადმოსვლა და სამწუხაროდ, დაიწვა. გოგონა 19 წლის უმშვენიერესი სალომე გოგაძეა, რომელიც სამტრედიაში ცხოვრობს. ცხედარი უკვე გადაასვენეს მშობლიურ სახლში.