ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით,რატი კვანტრიშვილს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, კერძოდ: სამსახურში -შპს „ინფრასტრუქტურა 2008-ის“ დირექტორის თანამდებობაზე აღდგენაზე.
ფოთის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა , რომ თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერის (დათო სარსანია) 2013 წლის 29 აგვისტოს №503 ბრძანება რატი კვანტრიშვილის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ კანონიერია.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ვიოლეტა ჯღამაძეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, კერძოდ: სამსახურში -თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დევნილთა სამსახურის უფროსის თანამდებობაზე აღდგენაზე.
ფოთის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერის (დათო სარსანია) 2013 წლის 2 სექტემბრის N528 ბრძანება ვიოლეტა ჯღამაძის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ კანონიერია.
Discussion about this post