მეწყერსაშიში მდგომარეობაა ქუთაისში, კერძოდ, მწყვანეყვავილას დასახლებაში
რამდენიმე დღეა სამანქანო გზის ნაწილი ჩაინგრა . მოსახლეობა დახმარებას მედიასაშუალებებს თხოვს
რათა ხმა ცენტრალურ ხელისუფლებას მიეწოდოს. ,, ხედავთ აქ გზის საფარი ჩაინგრა. ეს მიწა ჩაედინება წყალსაცავში, სადაც წყლის საგუბარია. ამან გამორეცხა სახლებს ,გზებს ფსკერი და დაიწყო მეწყერსაშიში მდგომარება. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს, სანამ ერთ დღეს ეს წყალი არ წაგვიღებს, არც არავინ მოსულა და არც არავინ დაინტერესებულა’’-. აცხადებს მოსახლეობა