იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ვაკანტურ თანამდებობაზე ორი კანდიდატი განიხილება, ესენია იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორის პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე.
გავრცელებული ინფორმაციით გრიგოლ დალაქიშვილის კანდიდატურას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლობირებს, ხოლო არჩილ გოგსაძისას ხელოვნების ის მუშაკები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილთან არიან დაახლოვებულები.
იმ შემთხვევაში თუ პარტია ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არჩილ გოგსაძის კანდიდატურას დაუჭერს მხარს, ბაღდათის მუნიციპალიტეტი არჩევნების წინაშე დადგება. შეგახსნებთ ,რომ ბაღდათის გამგებელი არჩევნების გზით არის დანიშნული მერის თანამდებობაზე