ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატად წარდგენილი ლაშა გვენეტაძის ქონება ასე გამოიყურება: მეუღლე ხატია კიკვაძე 100 პროცენტიანი წილის მფლობელია ბინის, მდებარე ქუთაისი, წერეთლის ქ 111/10,რომელიც მან ნასყიდობით 2011 წელს შეიძინა და მასში 46 000 დოლარი გადაიხადა
ლაშა გვენეტაძე 20 პროცენტიანი წილს ფლობს შპს ,,ვიპ კახიანაური” საქართველო, ქუთაისი ,რაზმაძის ქუჩა N37, რომლისგანაც მოგება 0 ლარი აქვს ნაჩვენები.
ხატია კიკვაძე თიბისი ბანკის ქუთაისის ფილიალის საკრედიტო ადმინისტრატორის პოზიციას იკავებს 01.01.2016 -დან 31.12.2016წლამდე წლიურმა შემოსავალმა 12000 ლარი შეადგინა
ლაშა გვენეტაძის ქ. ქუთაისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის შემოსავალმა წელიწადში 18000 ლარი შეადგინა
ლაშა გვენეტაძემ სამომხმარებლო სესხის გამო საქართველოს ბანკს წელიწადში 5 5000 დოლარი უნდა გადაუხადოს 2028 წლამდე.