ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობისთვის კომპანია „ატუს“ „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების მოჭრის უფლება მიენიჭა. ამის შესახებ მთავრობის 17 მაისის განკარგულებაშია საუბარი.
კერძოდ, საუბარია, 60 ძირ „იმერულ მუხასა“ და 49 ძირ „ძელქვაზე“. განკარგულების თანახმად, ასოციაცია „ატუ“ ვალდებულია, ტერიტორიაზე მოჭრილი მერქნული რესურსი დაუკოტრავი სახით დაასაწყობოს ეროვნულ სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მიღება-ჩაბარების აქტით, კანონმდებლობის შესაბამისად.
Discussion about this post