kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ადვოკატებისა და ჟურნალისტებისათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა მართალია სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს, თუმცა არაერთი შემთხვევა არსებობს როდესაც აღნიშნულს ყურადღებას არავინ არ აქცევს და ადვოკატების და ჟურნალისტების უფლებებს ბოლომდე არავინ არ იცავს. საკმარისად ითვლება მხოლოდ რამოდენიმე მხარდამჭერი განცხადების გაკეთება და გამოძიება ბოლომდე არ სრულდება.

სწორედ აღნიშნულის გამო არაერთი თავდასხმის ობიექტი გახდნენ ჟურნალისტები და ადვოკატები, რომლებიც თავიანთი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას არაერთ ფიზიკური და ფსიქიკური ზემოქმედების შემცველ შეტყობინებებს ღებულობენ, რათა შეწყვიტონ მათ წარმოებაში არსებულ გახმაურებულ საქმეებზე კლიენტების დაცვა, ხოლო ჟურნალისტებმა არ გაავრცელონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია.

სწორედ გახმაურებული საქმეების გამო მუქარის ობიექტები გახდნენ ადვოკატი ლედი ტუკვაძე და ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე, რომლებიც მიუხედავად არაერთი წინააღმდეგობისა, მაქსიმალურად ცდილობენ თავიანთი პროფესიული საქმიანობის განხორციელებას.

გახმაურებული საქმეები, რომლებიც ბოლო პერიოდში საზოგადობის ინტერესის ობიექტი გახდა, ფაქტობივად გასცდა სამართლებრივ ჩარჩოებს და სამწუხაროდ ინტერნეტ სივრცეში გაინაცვლა, რაც ფაქტობრივად დააზიანებს ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, მით უფრო, რომ აღნიშნულ საქმეებზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, სადაც ინტერნეტ სივრცისაგან განსხვავებით აბსოლიტურად სხვა ფაქტობრივი გარემოებები არის მოცემული.

მიუხედავად არაერთი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზემოქმედებისა, მოუწოდებ ადვოკატ ლედი ტუკვაძეს და ჟურნალისტ ბუბა ჩივაძეს, არ შეუშინდნენ არსებულ წინააღმდეგობას და გააგრძელონ თავიანთი პროფესიული საქმიანობა.

მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურატურას და ვთხოვ, დაიწყოს გამოძიება ადვოკატისა და ჟურნალისტის მიმართ პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლასთან დაკავშირებით და კანონის ფარგლებში უმკაცრესად დაისაჯოს მასში მონაწილე პირები.

გამოძიებას მიეწოდება ის კონკრეტული საქმეები, საიდანაც შესაძლოა მომდინარეობდეს არსებული უკანონო ქმედებები. ნათქვამია ადვოკატ რობიზონ ხურცილავს გავრცელებულ განცხადებაში.