kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

საბავშვო ბაღებში დასაქმებულებს სამუშაო საათებში მობილური ტელეფონის პირადი საჭიროებისათვის გამოყენება მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს შეუძლიათ. ამგვარი შეზღუდვა ვანის, ბაღდათისა და თერჯოლის საკრებულოებმა დააწესეს.

აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების დადგენილებებში, რომლებიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ქცევისა და ეთიკის სტანდარტებს ეხება, აღნიშნულია, რომ პერსონალმა სამუშაო საათებში თავი უნდა შეიკავოს მობილური ტელეფონის გამოყენებისგან, გარდა სამსახურებრივი საჭიროებისა და საგანგებო მდგომარეობისა, დაწესებულების კუთვნილი ტელეფონი კი მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის გამოიყენოს.