kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით ქუთაისის მერიის ადმინისტრაციის უფროსს
ზვიად ჯავახიას ანტიკორუფციული სააგენტო კითხავს. კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით საქმე ეხება მის მიერ ბიუჯეტის ხარჯზე პირადი სტუმრების გამასპინძლებას

შეგახსენებთ :აღნიშნულ ინფორმაციაზე საუბრობს ქუთაისის მერიის თანამშრომელი და ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე..ის სამართალდამცავ ორგანოებს მერიაში ერთ-ერთი ჩინოვნიკის საქმიანობით დაინტერესებისკენ მოუწოდებს და მზად არის საგამოძიებო სამსახურს მაღალჩინოსნის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს. გავრცელებული ინფორმაციით ეს შესაძლოა ზვიად ჯავახია იყოს.,, ერთი წვრილფეხა ჩინოვნიკია ქუთაისის მერიაში, რომელსაც ახალი მთავრობის მოსვლასთან ერთად სავარაუდოდ თანამდებობას დაატოვებინებენ. ქუთაისის რესტორნების მეპატრონეები შიშმა მოიცვა, ვინ გადაიხდის მისი ,,სამეგობროს” და პირადი სტუმრების ქეიფის ხარჯებს, რომელსაც თურმე ნუ იტყვით და, როგორც წესი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გააიმასქნებდა ხოლმე. აი ასე, თითქოს ქალაქის სტუმრები იყვნენ, იმ პონტში გააიმასქნებდა. ვიდრე სამართალდამცავი ორგანოები მის ,,გასაიმასქნებლად’’ დაინტერესდებოდნენ, მზად ვარ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციებით გამოძიებას მივეხმარო”, – წერს დავით ლიკლიკაძე

მასალის გასვლის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლები ორი დღეა ქუთაისის მერიიდან სხვადასხვა დონის ინფორმაციას იხმობენ.