kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

არაადამიანური, შეურაცხმყოფელი სიტყვები, დამცირება  საკუთარ ქვეყანაში. რატომ ავიწროებენ ქართველებს მის ქვეყანაში? . ვინ უნდა ახორციელებდეს გადაუდებელ საგამოძიებო მოქმედებებს და რამდენად დაცულია  ქართველების უფლებები საქართველოში. kutaisitoday.com -ის სპეციალური რეპორტაჟი

არაადამიანური მოპყრობის ფაქტები  ქუთაისში, კერძოდ,  ,,ჰოალინგ ჰოტელში’’ ფიქსირდება. რას ყვება,, ჰოალინგ ჰოტელის’’ დასუფთავების მენეჯერი და რატომ ავიწროვებს ჩინელი დამქირავებელი ქართველებს. ამ თემაზე სრულად ქვემოთ წაიკითხავთ.

დასუფთავების დეპარტამენტის მენეჯერი  ნატალია კაპანაძე ღიად საუბრობს იმ დამცირებებსა თუ არაადამიანურ მოპყრობებზე რაც უკვე თვეებია ფიქსირდება.  ,, ვმუშაობთ იმიტომ, რომ ოჯახები შევინახოთ და შიმშილისგან არ დავიხოცოთ,  ვუძლებდი ამ არაადამიანურ მოპყრობებს ამ დრომდე, რომ იქნებ ვინმეს შევბრალებოდით საკუთარ ქვეყანაში, მაგრამ ამ ყველაფერმა ხშირი ხასიათი მიიღო. სასტუმროს ჩინელი  მენეჯერის მხრიდან ეს უკვე მეტისმეტია, საკუთარ ქყვეყანაში დაუცველები ვართ. იატაკს დაჩოქილი გვახეხინებდა, გვლანძღავდა რომ გაუნათლებელი ერი ვართ,  გველოცა მისთვის ,რომ კარგად ყოფილიყო, ორჯერადი კვება აქვს პერსონალს, ზოგჯერ საჭმელს არ გვაჭმევდა . რამდენი რამ ჩამოვთვალო ( ტირის) გვლანძღავდა , გვაფურთხებდა, გვაგინებდა. რა გავიხსენო აღარ ვიცი.რაც ეს ქალბატონი ლი ლი  დაინიშნა ჩვენი წამება მაშინ დაიწყო. გვაყენებდა ყველას კედელთან პატარა ბავშვებივით . ერთ დღეს მთელი პერსონალი გაიფიცა, გვინდოდა პატრულის გამოძახება და ტელევიზიის მოყვანა, როგორც კი ეს გაიგო გვეხვეწა, ეს მეორედ აღარ განმეორდებოდა. ჩვენც გავჩერდით და ეს გაჩუმება განადგურების ტოლფასად გვიჯდება ეხლა. ხელშეკრულება  2018 წლამდე მაქვს გაფორმებული. მიყვირა, გამომაგდო, აქ მოსული არ დაგინახოო  და დამტოვა უმუშევარი. ადვოკატთან გავივლი კონსულტაციას და სამართლებრივ დავაში შევალ. ვისაც შეგიძლიათ დაგვეხმარეთ.