kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ქუთაისის მერიამ რამდენიმე თვის წინ დაახლოებით 50 000 ლარის ღირებულების მცენარეები შეიძინა. დეკორატიულად კიპარისები მერიის წინ დაირგო, მაგრამ მცენარემ ხმობა იწყო. KutaisiToday.com – ი დაინტერესდა რატომ იწყო ხმობა მცენარემ და როგორი პირობებია საჭირო აღნიშნული მცენარის გასახარებლად

მორწყვა: სჭირდება უხვი და რეგულარული.ზედმეტი არც მორწყვა და არც გამოშრობა ვარგა.

ინამება დილა-საღამოს ნადგამი წყლით, განსაკუთრებით სჭრდება ზაფხულის ცხელ დღეებში. ზამთარში დანამვა არ უნდა, მორწყვა კი მცირდება- კვირაში ერთხელ.

ჰაერის ტენიანობა: ბუნებაში იგი ახლოს იზრდება მდინარეებთან და ტბებთან, შესაბამისად, ჰაერის მაღალი ტენიანობა უნდა, სწორედ ამიტომ უნდა დაინამოს იგი ყოველდღე.

ნიადაგი: უნდა იყოს ფხვიერი – კორდის და ფოთლოვანი მიწის, ტორფის და ქვიშის ნარევი. ქოთანს სადრენაჟე ხვრელი სჭირდება, მის მეოთხედ სიმაღლეზე იყრება დრენაჟის ფენა – კერამზიტი, მსხვილი ხრეში.

კვება: ჩვეულებრივი სასუქი მისთვის არ გამოდგება – ნეშომპალა ავნებს პირიქით. ყველაზე მიზანშეწონილია მინერალური სასუქი თხევადი სახით თვეში ერთხელ, მაის-აგვისტოს შუალედში. სასუქში არ უნდა იყოს დიდი ოდენობით აზოტი,მაგნიუმი კი აუცილებელია.

რადგან მცენარეს სადრენაჟე ხვრელი არ გააჩნია, აღნიშნულ მცენარეს ხმობა ემუქრება, ხოლო მშველელი და დაინტერესებული ამ პრობლემით არავინ არის.

888