kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ნადირაძე სოციალური ქსელით ძალოვან სამსახურებს აკნინებს და პოსტს აქვეყნებს :

,, უნიჭო სპექტაკლის ავტორებს და შემოქმედებს, ხელის ბიჭებს, იმ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ მე რომ ვარ აქეთ იმიტომ გაერთიანდით, თორემ მანამდე ერთმანეთს სამ ბრუნვაში აგინებდით რაც ბევრჯერ მომისმენია, დედის გინებას არ აკლებდით და ერთ კაცს, უი, ბოდიში, შემეშალა, არაკაცს, რომელიც მართლა დასვეს ერთ-ერთ ორგანოში, რომელსაც ლანგრით მიართვეს ლამაზი და უზრუნველი ცხოვრება, რომელსაც ეძინა წინა სისხლიანი რეჟიმის დროს, ფუნთუშას აჭმევდნენ ტელევიზორთან და აყურებინებდნენ როგორ გვჩეხავდნენ ჩვენნაირებს 7 ნოემბერს, 26 მაისს და რომ გამოიღვიძა, კაბინეტში აღმოჩნდა. შეგეშალა, იცი რა? მტერს, როდესაც მასთან დაპირისპირებას იწყებ, გასწავლი აწი რომ იცოდე, უნდა შეაფასო მისი შესაძლებლობები, მისი ცხოვრების ისტორია, მისი განვლილი გზები და თუ ხედავ რომ გაგიჭირდება, და თუ ის შენგან არასწორად შეფასებული მტერი შანსს გაძლევს გვერდით დაგიყენოს და ცხოვრება გასწავლოს და მაინც არ ეშვები წლების განმავლობაში და იწვევ, მაშინ აღარ გაგიკვირდეს, რომ ბოლომდე გაგსრისავს, თუნდაც ყველაფერი რომ დაკარგოს! დღითი- დღე ვრწმუნდები საქართველოში რამდენი მართალი და გმირი ადამიანი არსებობს, რამდენად უნდათ ადამიანებს სამართლიან, მშვიდ ქვეყანაში იცხოვრონ, ამ ქვეყანაზე ამაზე მეტი სიმდიდრე ,რაც თავისუფლებაა, არ არსებობს, ჯერ კიდევ გვჯერა სიმართლის, რომელიც ხანდახან ურმით მოდის. შემორჩენილო და პორტირებულო ეშმაკის მოციქულებო, წაიღებთ სკამს ?- წაიღეთ, როდემდე?მაგრამ ჩემნაირებს ვერ გატეხავთ, უარესი გზა გაგვივლია, მთავარია არ შეგვშინებია, ახლაც ასე იქნება, დრო მოვა მოგეკითხებათ ბინძური მეთოდებით ბრძოლისთვის!!!!!!! -‘’ წერს ნადირაძე ,,ფეისბუქის’’ პირად გვერდზე.

ჭიათურის მაღალჩინოსნების გაღიზიანება საკუთარ ტერიტორიაზე მათივე შესაძლო დანაშულის შესახებ დაწყებულ გამოძიებას მოჰყვა, რაც ჭიათურის პოლიციის უფროსის ლაშა ჩხიტუნიძის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რაზეც პოლიციის უფროსმა საგამოძიებო მოქმედებების დაწყების ბრძანება გასცა იმ ქმედებაზე, რაც 13 ივლისს რესტორანში მომხდარ ჩხუბს უკავშირდებოდა, სადაც ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ინა ასანიძე ფიგურირებენ. ჩხუბი და გინება მუსიკის დაუკვრელობამ გამოიწვია, რადგან მუსიკის დაკვრაზე თანხა სუფრაზე მყოფ სხვა პირებს ჰქონდათ გადახდილი.

kutaisitoday.com -ის წყაროს ინფორმაციით დაშავებულების ვინაობა ცნობილია, ესენია: მახათაძე მამუკა და ლაშა კაპანაძე, მათგან ერთ- ერთს ბოთლი თავზე გადაამტვრიეს, ხოლო მეორეს ხელი გაარტყეს.

ინფორმაციას თანამდებობის პირების გადაადგილების და მათი მხრიდან განხორციელებულ ყველა აქტივობებს პოლიციის უფროსი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აწვდიდა, რაზეც უკმაყოფილება თავიდანვე დაიძაბა თანამდებობის პირებსა და ძალოვანი სამსახურის პირველ პირებს შორის. ნადირაძემ ძალოვანი სამსახურის პირველ პირებს შორის სიტუაცია ვერ დაალაგა და მუდმივად კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა, კერძოდ, ჩხუბის დროს ორი პირი დაშავდა, რაზეც ადგილზე გამოძახებულმა ჭიათურის პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო და საქმის შესახებ ხელმძღვანელობას და იმ სამსახურებს აცნობა, რომლებიც სახელმწიფო მოხელეების დანაშაულებზე რეაგირებენ.

მომხდარ ფაქტზე საგამოძიებო უწყებამ საქმის კურსში ჩააყენა საჩხერის რაიონული პროკურორი ზვიად ჩხიკვაძე, რომელიც საპროკურორო ზედამხედველობას – ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ახორციელებს. ჩხიკვაძის მხრიდან დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორს შოთა ტყეშელაშვილს ეცნობა, რომელიც საგამოძიებო მოქმედებების საპროკურორო ზედამხედველობას კოორდინაციას თავად უწევს.

ამავე დროს მომხდარ ფაქტზე პოლიციის უფროსის მხრიდან საქმის კურსში იყო ყველა ზემდგომი უწყება. ცენტრალური ხელისუფლებიდან გაიცა მითითება, რომ საქმეზე დაწყებულიყო გამოძიება.

მომხდარ ფაქტზე საქმის კურსშია პრემიერ -მინისტრის აპარატიც და სხვა სახელმწიფო სამსახურები. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თანამდებობის პირები ძალადობისთვის სსკ 126 -ე მუხლით აგებენ პასუხს. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას ადასტურებს შსს პრეს- ცენტრიც

შეგახსენებთ: ნადირაძეს 1998-2000 წლებში ეკავა ქ. ჭიათურის ვიცე-მერის, ხოლო 2002-2003 წლებში ქ. ჭიათურის საკრებულოს წევრის თანამდებობები. დასჯის თუ არა თანამდებობის პირების ქმედებას ღია სივრცეში ცენტრალური ხელისუფლება, რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი. kutaisitoday.com-ი ჭიათურის მუნიციპალიტეტში განვითარებულ მოვლენებს კვლავ დაუბრუნდება