kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ათეულობით გამოსახლებული მომჩივანი მოქალაქე საგამოძიებო სამსახურებს კიდევ ერთხელ მიმართავენ .ვინ მფარველობს კერძო იპოთეკარს და ვინ არის კორუფციაში ჩაფლული მაშინ, როდესაც ათეულობით საქმეზე რეაგირებას მოქალაქეები უშედეგოდ ელოდებიან. საქმე შესაძლოა მასშტაბური დაკავებით დასრულდეს.

საგამოძიებო სამსახურებს კითხვები სახელმწიფო მოხელეებთანაც შესაძლოა ექნეთ, რომელთა ფულსაც აღნიშნული იპოთეკარი აპროცენტებს. გამოძიების შესაძლო ხელისშეშლის გამო ჩვენ სახელმწიფო მოხელეების ვინაობის გასაჯაროებისაგან თავს ამ ეტაპზე შევიკავებთ.ტალღასავით აგორებული პროტესტი მასიური დაკავებით დასრულდება. ქუთაისში მცხოვრები მაკა კოხრეიძე-ჯიშკანიანი, რომელსაც სამი შვილი ჰყავს გარდაცვლილი, შესაძლოა დღეს იპოთეკარ რუსუდან ჭეფხოძის გამო, ქუჩაში აღმოჩნდეს. რას ყვება შვილმკვდარი დედა და რატომ ითხოვს მისი კანონიერი ინტერესების დამცველი იპოთეკარისა დაკავებას დაუყოვნებლივ. ჯიშკარიანების ინტერესებს თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს იურისტები ლევან ჭელიძე და გიორგი ტატიშვილი იცავენ.სარჩელი გამოსახლებასთან დაკავშირებით რუსუდან ჭეფხოძემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა. მოპასუხე მხარე კი იპოთეკარს თაღლითობაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის. საქმეს ოზურგეთის სასამართლო განიხილავს, ვინაიდან მოპასუხე მხარე გურიაშია რეგისტრირებული. როგორც მაკა კოხრეიძის წარმომადგენელი ლევან ჭელიძე აცხადებს, იპოთეკარმა რუსუდან ჭეფხოძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თაღლითურად მოატყუა. მისი თქმით, ხელშეკრულებაში 16 ათასი დოლარის ნაცვლად 20 ათასი დოლარი ეწერა, სინამდვილეში კი მოსარჩელეს 16 ათასი დოლარი გადასცა.

“ქალბატონი რუსუდან ჭეფხოძე ერთი და იგივე “სცენარით” თაღლითურ მაქინაციებს ჩადის და მოქალაქეებს ატყუებს. მე მაქვს იუსტიციის ერთ-ერთი თანამშრომლის ახსნა-განმარტება, სადაც ადასტურებს, რომ ყველა მსესხებელს ხელშეკრულებას საფუძვლიანად რომ არ გაეცნონ, ხელის მოწერის პროცესში აჩქარებს. მაკა კოხრეიძის შემთხვევაშიც მსგავს მაქინაციას მიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ჭეფხოძის წინააღმდეგ ოზურგეთის სასამართლოს მივმართეთ. პროცესი 12 ივლისს არის ჩანიშნული. თავად კი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ სარჩელი გამოსახლებაზე საქალაქო სასამართლოში შეიტანა. მოსამართლე მანანა ნიკაჭაძემ გამოსახლების საქმისწარმოების პროცესი იმ დრომდე შეაჩერა, ვიდრე ოზურგეთის სასამართლო ჩვენს სარჩელზე გადაწყვეტილებას გამოიტანს და სანამ ის კანონიერ ძალაში არ შევა”,-განაცხადა იურიდიული დახმარების ბიუროს იურისტმა ლევან ჭელიძემ. მისი თქმით, სასამართლო პროცესზე რუსუდან ჭეფხოძის ადვოკატმა გია გურგენიძესმ, მას და გიორგი ტატიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და თაღლითი უძახა, რაზეც ჭელიძემ და ტატიშვილმა ადვოკატთა ეთიკის კომისიას მიმართეს საჩივრით. “ქალბატონი რუსუდანი სიცოცხლის მოსპობით მემუქრება, მისმა ადვოკატმა გია გურგენიძემ კი სასამართლო პროცესზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენა’’.

აღნიშნულს უარყოფს რუსუდან ჭეფხოძე და ჭელიძეს თავად ადანაშაულებს თაღლითობაში. მისი თქმით, ის მხოლოდ მის მიერ გაცემული თანხის დაბრუნებას ითხოვს. “ლევან ჭელიძე არის თაღლითი, რაც უნდათ და როგორც უნდათ ისე მოიქცნენ. ისინი სპეციალურად აჭიანურებენ საქმეს, თუმცა მალე სამართალი იზეიმებს. მე ვითხოვ იმ თანხას, რომელიც გავასესხე”,-აცხადებს ჭეფხოძე.

როგორ განვითარდება საქმე kutaisitoday.com-ი მკითხველს ექსკლუზიურად მიაწოდებს ინფორმაციას.