kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი KutaisiToday.com ანგელოზის დღეს ულოცავს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის უპირატეს მღვდელმთავარს, მაღალყოვლადუსამღვდელოეს ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტს კალისტრატეს.

უფლის წყალობით, დღეგრძელობასა და მრავალჟამიერ მოღვაწეობას ვუსურვებთ მის მაღალმეუფებას, მისი სამეუფეო ომოფორის ქვეშ დავანებული ქუთაის-გაენათის ეპარქიისა და სრულიად საქართველოს საკეთილდღეოდ.

მიტროპოლიტი კალისტრატე 1983 წლიდან მწყემსმთავრობს ქუთაის-გაენათის ეპარქიას. დაჯილდოებულია საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი – სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრით, წმიდა გიორგის ოქროს ოდენით, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენითა და ღირსების ორდენით. იგი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის უპირატესი წევრია, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შემდეგ.