kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები სპექტაკლით ,,ღია შუშაბანდი” საგასტროლოდ ათენში, ჯენი კარეზის თეატრში, იმყოფებოდნენ.

kutaisitoday.com-ი პირველი საერთაშორისო ტურნეს ირგვლივ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორის სულხან გოგოლაშვილის ინტერვიუს გთავაზობთ.

,,თეატრი ათენში იმყოფებოდა 8-კაციანი შემადგენლობით, ანუ მცირე დასით. საგასტროლო ხარჯები მთლიანად ქუთაისის მერიის დიდი ძალისხმევით დაფინანსდა . მიწვეული ვიყავით ავთანდილ მიქაბერიძის მიერ. ამ ადამიანმა ,საოცრად უმანსპინძლა და თბილი შთაბეჭდილებები დაუტოვა მოგონებად მთელ შემოქმედებით ჯგუფს! რაც შეეხება მის საქმიანობას , კერძოდ კი “კავკასიის კულტურის ცენტრს” საბერძნეთში, ჩვენი დიასპორის, მათი შვილებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციისათვის უცხოეთში, ფასდაუდებელია და აღფრთოვანებას იწვევს! ძალიან დიდი მადლობა ბატონო ავთო ამ ყველაფრისთვის .

თეატრის ისტორიაში 1960 წლის შემდეგ ეს პირველი გასვლა იყო. არის მოთხოვნა, რომ თეატრი კიდევ გავიდეს უცხოეთში, რაზეც შესაბამისი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. საქართველოს ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა დიდი დახმარება გაგვიწია. შევხდით ადგილობრივ მთავრობას და ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე. რომ თეატრმა საერთაშორისო ფესტივალებში მიიღოს მონაწილეობა.

თეატრის დასი და გუნდი მზად არის ნებისმიერი შემოთავაზება მიიღოს, ასახელოს საკუთარი ქალაქი და სახელმწიფო’’- განაცხადა სულხან გოგოლაშვილმა.