kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

სახელმწიფო მოხელეების თუ შესაბამისი სამსახურების უყურადღებობის გამო ქუთაისის ბიუჯეტი თანხებს კარგავდა. ქუთაისის მწერალთა კავშირის შენობა რამდენიმე დღეში ნანგრევებად იქცევა. მისი ერთპიროვნული დირექტორი კი ქუთაისის მერის მრჩეველის ადგილს იკავებს ისე, რომ მისი რჩევები არავის აინტერესებს.

1985 წელს ქუთაისის მწერალთა კავშირისთვის გადაცემული შენობა რამდენიმე დღეში ნანგრევებად იქცევა. შენობა, რომლის ნაცვლადაც ოთხვარსკვლავიან სასტუმროს აშენებენ, ჯერ ეკონომიკის სამინისტროს , შემდეგ კი ქუთაისის მერიის ბალანსზე ირიცხებოდა. აღნიშნულ შენობაში, როგორც ცნობილია, ფართებსაც აქირავებდნენ, ქირიდან მიღებული შემოსავლები კი სად მიდიოდა არავინ იცის.

გახდება თუ არა გამოქვეყნებული ინფორმაცია გამოძიების დაწყების მიზეზი და გაირკვევა თუ არა სად მიდიოდა საბიუჯეტო თანხები ისე, რომ მასზე არც ერთი შესაბამისი სამსახური არ რეაგირებდა, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაცვლად თანხები კერძო ჯიბეში ინაცვლებდა.

დაიწყებს თუ არა საბიუჯეტო თანხების შესაძლო მითვისების გამო გამოძიებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, დაიკითხება თუ არა აღნიშნული ფაქტის ირგვლივ ქუთაისის მერის ამჟამინდელი მრჩეველი და ამავე დროს ქუთაისის მწერალთა კავშირის ხელმძღვანელი თემურ ლანჩავა?, ამას ჩვენ ერთგულ მკითხველს ექსკლუზიურად შევთავაზებთ


შეგახსენებთ: “მწერალთა სახლი” გაპონოვის 5 ნომერში მდებარე მიწის ფართობთან ერთად ქუთაისის მერიამ ერთ ლოტად გაიტანა აუქციონზე. ორივეს საერთო ფასმა შეადგინა 1 400 640 ლარი შეადგინა.