kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ფიზიკური დაპირისპირება ტყიბულში – გამგებლის ყოფილი მძღოლი და დასუფთავების სამსახურის ყოფილი უფროსი, ზაზა არსენიძე, გამგებლის მოადგილეს, მის წინააღმდეგ მომხდარი თავდასხმის ორგანიზებაში ადანაშაულებს.

ზაზა არსენიძე ამბობს, რომ ის ბოლო რამდენიმე წელია, გამგებლისა და მისი მოადგილის მხრიდან დევნის ობიექტია. მუქარა კი გუშინ აღასრულეს , სოფელ სოჩხეთის მიმდებარე ტერიტორიასთან,სადაც ზაზა არსენიძე სასტიკად სცემეს. მას დაზიანებები სახისა და მუცლის არეში აღენიშნება,ჩალეწილი აქვს კბილებიც.


გავრცელებული ინფორმაციით მძღოლის ცემაში ტყიბულელი კრიმინალური ავტორიტეტიც მონაწილეობდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

გამგებლის მოადგილე შალვა გაბრიაძესთან მან ურთიერთობის გარკვევა რამდენიმე დღის წინ ტელეფონით სცადა, რის შემდეგაც, გამგებლის მოადგილემ ის შეხვედრაზე დაიბარა. შეხვედრაზე მისულს კი უცხო პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ.