kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

kutaisitoday.com-ის რუბრიკა ,,პროფესიის “ დღევანდელი სტუმარია ჟურნალისტი, ქალბატონი თამუნა გვილავა 27 წელი ის აქტიურ ჟურნალისტიკაშია. მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციების პიარ- მენეჯერის თანამდებობაზე. პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდა ტელე-რადიო კომპანია ,,რიონში,” საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში და ქუთაისის მერიის პიარ და ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელად. ამჟამად კი პიარ- მენეჯერია ქუთაისის ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკა ,,გიდში” , მულტიპროფილურ კლინიკა,,უნიქალ მედში”. ქ. ფოთში კლინიკა,,ლაზიკამედში” ახორციელებს თავის უფლებამოსილებას კომპეტენციის ფარგლებში. ახლა კი ის ჩვენი რუბრიკის კითხვებს უპასუხებს:

1.-რა პროფესია გაქვთ?

ვარ ჟურნალისტი. ტელეწამყვანი. 27 წლიანი მუშაობის გამოცდილებით.

2.- რამ გადაგაწყვეტინათ აგერჩიათ აღნიშნული პროფესია და რა იყო ამის მიზეზი?

ჟურნალისტიკა ჩემი ბავშვობის არჩევანია. მეორე კლასში რომ ვიყავი პრესის სახლში მოქმედი ჟურნალისტიკისა და პიონერთა სასახლის ჟურნალისტიკის წრეზე უკვე დავდიოდი. ჩემი ლექსები და ბავშვური ჩანახატები ამავე ასაკიდან იბეჭდებოდა მაშინდელ საბავშვო გაზეთსა და ჟურნალში,კერძოდ, ,,ნორჩ ლენინელსა“ და ,,დილაში“. რაც საუბარი დავიწყე, მას შემდეგ მესმოდა, რომ განსაკუთრებული და დახვეწილი ხმის ტემბრი მქონდა. ცნობილი და ულამაზესი ქალბატონი გულო ყიფიანი, რომელმაც თაობები დაზარდა , სწორად მეტყველებასა და მხატვრულ კითხვას ასწავლიდა, სულ აღნიშნავდა: თამუნას ხმა და დიქცია არ უნდა დაიკარგოსო! ალბათ არც დაკარგულა… ბედნიერეი ვარ, რომ ცხოვრებაში ბევრ წარმატებას ხმის, გონებისა და ადამიანობის დახმარებით მივაღწიე. მიზეზი ჩემი ჟურნალისტობის, ჟურნალისტიკის სიყვარულია!

3.-როგორ ავირჩიოთ სასურველი პროფესია?

სასურველი პროფესიის არჩევა ვისთვის მარტივი, ვისთვის კი ურთულესი დილემაა. ალბათ ყველაზე სწორი, იმ
საქმის არჩევა და დაუფლებაა, რომელიც შენშია. გიყვარს. გხიბლავს. რომლის გამოც ბევრი შრომა და წვალების გავლა არ დაგეზარება. მთავარი მაინც შესაძლებლობებია! ყველამ უნდა აკეთოს ის საქმე რაც გამოსდის და შეუძლია. როდესაც პროფესიას ირჩევთ დაფიქრდით: რა შეგიძლიათ. რა გიყვართ და რისი კეთება არ მოგწყინდებათ!

4.-რომ გქონდეთ შანსი დრო უკან დააბრუნოთ, შეცვლიდით თუ არა პროფესიას და რატომ?

შანსი რომ მქონდეს დროის უკან დაბრუნებისა, შევცვლიდი თუ არა ჩემს პროფესიას? არა! მე მიყვარს ჩემი პროფესია! ისე, სადღაც გულისკუნჭულში ყოველთვის იცოცხლებს ჩემთან ერთად სურვილი: ვიყო გამომძიებელი

5.-რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?

წარმატების ფორმულა? ყველა წარმატებულ ადამიანს თუ დააკვირდებით ერთ დასკვნას გამოიტანთ: წარმატება იღბალზე, შრომისმოყვარეობაზე და საკეთებელი საქმის ერთგულებაზეა დამოკიდებული.. კიდევ ერთი: მოთმინება!

6.- რა აუცილებელი ეტაპები უნდა გაიაროს მოზარდმა სწორი პროფესიული არჩევანის გასაკეთებლად?

.მოზარდს სწორი პროფესიული არჩევანის გაკეთება თავად თუ უჭირს, ის ადამიანები ეხმარებიან, ვინც კარგად იცის მათი შესაძლებლობები. მე მიმაჩნია რომ ყველა ადამიანი არჩევანს აკეთებს თვითონ!

7.- რა როლი ეკისრება სკოლას მოზარდის პროფესიულ არჩევანში? რისი გაკეთება შეუძლია მას მოზარდის არჩევანისთვის მოსამზადებლად?

სკოლას უდიდესი როლო აქვს ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბებისა და მისი პროფესიული არჩევანის სწორ გზაზე დასაყენებლად და მოსამზადებლად. მე გამიმართლა მესამე სკოლელი ვარ! ამით ბევრი რამ ვთქვი.

8.- – რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მშობელს, საზოგადოდ, ოჯახს, მოზარდის პროფესიულ არჩევანზე და როგორი იქნება ამ შემთხვევაში მშობლის ჩართულობის საუკეთესო სტრატეგია?

მშობლებს, გარემოს, ნათესავებსა და მაგალითის ძალასა აქვს სწორედ დიდი მნიშვნელობა. მშობელმა მთავარია სწორად ჩამოუყალიბოს შვილს არჩევანის დადებითი და უარყოფითი მხარე. კიდევ გავიმეორებ: არჩევანს აკეთებს შვილი! გვინდა არ გვინდა მშობლები ვალდებული ვართ შვილის არჩევანს პატივი ვცეთ და გავამხნევოთ, წავახალისოთ შვილები.

9.- აპირებთ თუ არა სწავლის გაგრძელებას, სად და რა განხრით?

სწავლა სიბერემდეო, ხომ გაგიგიათ, ვიდრე ცოცხლები ვართ, მუდმივად რაღაცას ვსწავლობთ.

10.- მიგაჩნიათ თუ არა თეორიული ცოდნის პარალელურად უნდა შეიძინოთ პრაქტიკული უნარ- ჩვევები და არა შემდეგ ეტაპზე?

პრაქტიკულ უნარ -ჩვევებზე მეკითხებით? ო. ეს ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს რაღაც სფეროში,რაღაც დოზით. თეორია პრაქტიკის გარეშე, როგორც ცხოვრება გვიჩვენებს, თეორიაა და არა საქმე. აი პრაქტიკა, ეს უკვე საქმეა და თქვენ წარმოიდგინეთ თეორიის შესწავლაც!